"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს წინა დღისგან განსხვავებით სამშაბათს მზიანი ამინდი დახვდათ დუბაიში.
ჟოზე მოურინიო და მისი ფეხბურთელები ორშაბათს შუა აღმოსავლეთში გაფრინდნენ, რათა სეზონის მეორე ნაწილისთვის მოემზადონ და სამდღიანი ვარჯიში გამართონ.
ფეხბურთელები შესანიშნავ ხასიათზე იმყოფებოდნენ და მათ შორის გამოჩნდა კაპიტანი მაიკლ კერიკიც, რომელმაც ვარჯიშები განაახლა. გუნდთან ერთად იმყოფებიან ახალგაზრდა კირენ ო'ჰარა, აქსელ ტუანზებე და სკოტ მაკტომინეიც.
"წითლები" კიდევ ორ სესიას გამართავენ დღეს და ხვალ, რის შემდეგაც დაბრუნდებიან ინგლისში, რათა ორშაბათს სახლში "სტოკ სიტის" დაუპირისპირდნენ.
სურათები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.