თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2018, 20:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1499,
კომენტარები: 7
"შეფილდს" უილსონის შეძენა სურს
ახალგაზრდა ფორვარდს მსურველი გამოუჩნდა.
პარასკევს "სთიილ სითისთან" დერბიმდე "შეფილდ იუნაიტედს" კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენის იმედი აქვს, მათგან ერთ-ერთთან, "სანდერლენდის" ფეხბურთელ რაიან ლეონარდთან კი პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი კრის უაილდერი არაფერს ამბობს იმ ფეხბურთელთა ვინაობაზე, რომლებიც მის სიაში არიან, ცნობილია, რომ "შეფილდის" უმთავრეს სამიზნეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ჯეიმს უილსონი და "ვულვერჰემპტონ უონდერერსის" ნახევარმცველი ლი ევანსი წარმოადგენენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ კვირაში კიდევ ორ ფეხბურთელს შევიძენთ, მოხარულები ვართ, რომ ლეონარდი ჩვენს გუნდს შემოუერთდა და გაგვაძლიერებს. იმედია, კიდევ ორ ან სამ ფეხბურთელს გადმოვიბირებთ და შემადგენლობაში ფეხბურთელთა შერჩევის თავის ტკივილი მექნება" - განაცხადა უაილდერი.

"შეფილდ იუნაიტედი" "შეფილდ უენსდისთან" მატჩს მეშვიდე ადგილზე მყოფი ხვდება და მეექვსე ადგილზე მყოფ "ლიდსს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ლეონარდში გადახდილი 700000 ფუნტის შემდეგ უაილდერს იმედი აქვს, რომ 22 წლის უილსონსაც გადაიბირებს, რაც, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირი დაუჯდება.

წყარო: thestar
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2018 20:25
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
წავიდეს უფრო განვითარდება მეტი სათამაშო დრო მიეცემა.
0
№2
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2018 20:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
2milioni albad an 2.5gaiyideba.arada inedebs anyarebdnen amaze gargad daiwyo da bolos chaisvara
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2018 20:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რეზერვებში თამაშისთვის უკვე საკმაოდ დიდია, პირველ გუნდში კიდე არამგონია შანსი ჰქონდეს, ამიტომ წავა სავარაუდოდ
0
№4
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Savaraudod wava
0
№5
ავტორი: lefty
9 იანვარი 2018 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
გასაშვებია ვერაფრით ვერ განვითარდა.მოურაზე რა ისმის ხალხნო?
0
№6
ავტორი: stepno
10 იანვარი 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს ძალიან დაიკარგა
0
№7
ავტორი: The Special One
10 იანვარი 2018 16:30
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეს ცოცხალია? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top