თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2018, 19:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1764,
კომენტარები: 9
გიგზით "იუნაიტედის" მომდევნო მეტოქე დაინტერესდა
რაიან გიგზს ახალ სამსახურს სთავაზობენ.
გიგზით
უელსის საფეხბურთო ფედერაცია კრის კოულმენის შემცვლელის ძიებაში შეფერხებების ქონის ფონზე რაიან გიგზის გადაბირების შანსს უშვებს ხელიდან.

უელსელებმა კოულმენი 17 ნოემბერს დაითხოვეს სამსახურიდან, რისი მიზეზიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მისიის ჩაგება გამოდგა.

ეროვნულ ნაკრებში მიაჩნდათ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გმირ მწვრთნელს წარუმატებლობის შემდეგაც კი შეუნარჩუნებდნენ პოსტს, მაგრამ ასე არ მოხდა და მთავარი მწვრთნელის მოძებნაზე პასუხისმგებელმა პირებმა მხოლოდ დღესასწაულების შემდეგ დაიწყეს ფორმალური ინტერვიუების აღება.

სავარაუდო კანდიდატებად რაიან გიგზი, კრეიგ ბელემი და კოულმენის ყოფილი ასისტენტი ოსიენ რობერტსი მოიაზრებოდნენ.

ახლა კი გიგზი პრემიერ ლიგის აუთსაიდერის, "სტოკ სიტის" სამიზნე გახდა, რათა მარკ ჰიუზის წასვლის შემდეგ ვაკანტურად დარჩენილი ადგილი შეავსოს, ამ წინადადების მიღების შემთხვევაში კი საეჭვოა, გიგზმა პარალელურად ნაკრების მწვრთნელის როლიც შეითავსოს, მიუხედავად იმისა, რომ უელსელები მარტამდე არ ჩაატარებენ მატჩს.

უელსის საფეხბურთო ფედერაცია სულაც არ ჩქარობს მწვრთნელის დანიშვნას, რადგან ამ გზით ბიუჯეტში თანხა იზოგება, რომელიც გუნდის თავკაცისთვის უნდა გადაეხადათ.

რაც შეეხება "სტოკს", ამ გუნდს შველა ნამდვილად სჭირდება და აქ ყველაფერი სერიოზულადაა. თუკი "მეთუნუქეები" დროულად მოეკიდებიან საქმეს, შესაძლოა, გიგზის დებიუტი მწვრთნელის რანგში 15 იანვარს "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
9 იანვარი 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
გამიხარდება
0
№2
ავტორი: LASHQARA
9 იანვარი 2018 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგი იქნება, გამოცდილებას შეიძენს love am
0
№3
ავტორი: men1me
9 იანვარი 2018 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
თუ ამათაც უარი უთხრა......მართლა შიგ ქონია და ეგაა
0
№4
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2018 19:41
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ამაზე კარგი ვარიანტი გიგზს არამგონია აწი გამოუჩნდეს. დანიშვნის შემდეგ მის შედეგებზე დაკვირვებით იქნება გადაწყვეტილი მოვა თუ არა მოურინიოს შემდეგ იუნაიტედში. თუ მოსვლა უნდა უნდა დაამტკიცოს რომ ამის ღირსია
0
№5
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2018 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ra ver dainishna esec :))
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2018 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აქამდეც უნდა ჩაებარებინა რომელიმე კლუბი, მარა არ გამიკვირდება სტოკსაც რო უარი უთხრას
0
№7
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2018 20:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
ამაზე კარგი ვარიანტი გიგზს არამგონია აწი გამოუჩნდეს. დანიშვნის შემდეგ მის შედეგებზე დაკვირვებით იქნება გადაწყვეტილი მოვა თუ არა მოურინიოს შემდეგ იუნაიტედში. თუ მოსვლა უნდა უნდა დაამტკიცოს რომ ამის ღირსია

amazec tu uari tqva mashin ar aqvs sakutari tavis imedi da egaa.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2018 20:20
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ამაზე კარგი ვარიანტი გიგზს არამგონია აწი გამოუჩნდეს. დანიშვნის შემდეგ მის შედეგებზე დაკვირვებით იქნება გადაწყვეტილი მოვა თუ არა მოურინიოს შემდეგ იუნაიტედში. თუ მოსვლა უნდა უნდა დაამტკიცოს რომ ამის ღირსია

amazec tu uari tqva mashin ar aqvs sakutari tavis imedi da egaa.

არამგონია უარი თქვას.
0
№9
ავტორი: stepno
10 იანვარი 2018 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვაა ძალიან მაგარი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top