თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2018, 13:52
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 7
პრემიერ ლიგის 2017 წლის საუკეთესო თერთმეტეული
ბრიტანული გამოცემა BBC-ის მკითხველმა პრემიერ ლიგის 2017 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
პრემიერ ლიგის 2017 წლის საუკეთესო თერთმეტეული
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ გამოკითხვის შედეგად პრემიერ ლიგის 2017 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა. გამოკითხვაში მონაწილეობა 115 ათასზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო.

სიმბოლურ თერთმეტეულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეაც მოხვდა. ყველაზე მეტი, 3-3 წარმომადგენელი ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ჰყავთ, ხოლო 2-2 ფეხბურთელი "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" შემადგენლობიდან მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში მოხვედრა "არსენალის" ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.

BBC-ის მკითხველის ვერსიით შედგენილი სომბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დავიდ დე ხეა ("იუნაიტედი")

მცველები: კაილ უოლკერი ("სიტი"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი"), მარკოს ალონსო ("ჩელსი").

ნახევარმცველები: ფელიპე კოუტინიო ("ლივერპული"), კევინ დე ბრუინე ("სიტი"), დავიდ სილვა ("სიტი"), ედენ აზარი ("ჩელსი").

თავდამხსმელები: მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი")

პრემიერ ლიგის 2017 წლის საუკეთესო თერთმეტეული
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2018 13:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ალონსო ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს ჩელსის. ლუკაკუმ შარშან მაგარი სეზონი დადო, წელსაც მშვენივრად დაიწყო, თუმცა სადაც გამოკითხვებია, იქ სალაჰი უკონკურენტოა
0
№2
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2018 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Nu dexea❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2018 14:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აქ მაინც დააფასონ დე ხეა
0
№4
ავტორი: JuanMata
4 იანვარი 2018 14:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: GeorgeBest
ალონსო ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს ჩელსის. ლუკაკუმ შარშან მაგარი სეზონი დადო, წელსაც მშვენივრად დაიწყო, თუმცა სადაც გამოკითხვებია, იქ სალაჰი უკონკურენტოა

ნუ ობიექტურად სალაჰი უკეთესია ამ სეზონში, უფრო შედეგიანიცაა და თამაშზეც ახდენს გავლენას.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2018 15:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: JuanMata
ციტატა: GeorgeBest
ალონსო ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს ჩელსის. ლუკაკუმ შარშან მაგარი სეზონი დადო, წელსაც მშვენივრად დაიწყო, თუმცა სადაც გამოკითხვებია, იქ სალაჰი უკონკურენტოა

ნუ ობიექტურად სალაჰი უკეთესია ამ სეზონში, უფრო შედეგიანიცაა და თამაშზეც ახდენს გავლენას.

ხო მაგრამ წლის გუნდია და არა სეზონის. თუმცა ალბათ მაინც იმსახურებს
0
№6
ავტორი: Svanchester
4 იანვარი 2018 16:40
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ამ დროს გამოკითხვების საუკეთესოობაში შენი მეკარე რომ დგს ერთის მხრივ კარგია და მეორეს მხრივ ცუდიც, კარგი იმიტომ რომ გუნდის კარი საიმედო ხელშია რადგან მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გიდგას კარში, ხოლო თუ ის საუკეთესოდ სახელდება ესეიგი დაცვაში გაქვს პრობლემები რადგან მეკარეს ბევრი სამუშაოს შესრულება უწევს. ნუ საბოლოო ჯამში დე ხეას სიმბოლურში მოხვედრა სასიამოვნოა.
0
№7
ავტორი: stepno
4 იანვარი 2018 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
kargi sastavia namdvilad

kargi sastavia namdvilad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top