თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2018, 16:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1774,
კომენტარები: 10
პოგბა: "ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების"
პოგბა 2018 წლის გამარჯვებით დაწყებას გამოეხმაურა.
პოგბა:
2018 წლის პირველი ტური გაიმართა ინგლისის ჩემპიონატში. პრემიერ ლიგის რიგით 22 ტური გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა "წითელი ეშმაკებისთვის" რომელთაც თავის მხრივ ახალი წელი გამარჯვებით აღნიშნეს. დაპირისპირება "გუდისონ პრარკზე" "ევერტონსა" და "იუნაიტედს" შორის სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 0-2 დასრულდა.

"წითლებს" გარკვეული საკადრო პრობლემები ქონდათ, "იუნაიტედის" ლაზარეთს ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუც შეემატა. ეს მატჩი განსხვავებულად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა "წითელი ეშმაკების" ფრანგი ნახევარმცველისთვის პოლ პოგბასთვის, რომელიც გუნდის მთავარი კაპიტნის, მაიკლ კერიკისა და ახლა უკვე მოქმედი კაპიტნის ანტონიო ვალენსიას არყოფნის დროს, რიგით მეოთხე მატჩია კაპიტნის სამკლაურით გაუძღვა გუნდს მოედანზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.

"წლის პირველი მატჩი, კარგად დავიწყეთ და დამაჯერებლად 0-2 გავიმარჯვეთ, ეს კარგია. ჩვენ გვქონდა კარგი შანსები, ვმოქმედებდით აგრესიულად, პოზიტიური მოქმედებებით შევქმენით ბევრი მომენტი. დაცვის ხაზმაც შესანიშნავად იმოქმედა, ვფიქრობ დასახული გეგმა სწორად შევასრულეთ.

შესვენების დროს ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ შეხვედრაში გოლების გატანა, რაც მეორე ტაიმში სიცხადეში მოვიყვანეთ. ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, საჭიროა უბრლოდ გამოღვიძება, ჩვენ დღეს ეს შესანიშნავად გავაკეთეთ.

ვფიქრობ, რომ ასევე დავიმსახურეთ მოგება "ლესტერთან" და "საუთჰემპტონთან", თუმცა რას იზამ ეს ფეხბურთია. დღეს ჩვენი თავები ბოლომდე ვირწმუნეთ, მოედანზე გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა".-
განაცხადა დასასრულს პოგბამ.



წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
3 იანვარი 2018 16:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
golebis 80-90% meore taimshi gvaqvs gatanili;) porvel taimshic ro gamofxizldet mament ar gawyendat
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
3 იანვარი 2018 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi pol Ese unda itamsho yvela tamashi❤️
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
3 იანვარი 2018 17:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
გამოფხიზლება ნაღდად არ გაწყენთ ჩემმა მზემ:)პახმელიაზე რო ითამაშებ ისე თამაშობენ ეს ჩემისები.ზეწოლას და პრესინგს შედეგი მოაქვს სულ და მაღლა თამაშს.ისე როცა როხოა სასტავში სულ მანდრაჟი მაქ რა.თავიდან წაუნიჭა ერთ ორ მომენტში მერე არაუშავდა.მოკლე დაბალი სწრაფი პასები არის გასაღები ჩამდგარი დაცვის რომელსაც რატომღაც სულ ჩაწოდებებს ვამჯობინებთ.არადა მშვენივრად ათამაშეს პოგბა ლინგარდი მატა მარსიალმა კომბინაციები.გამჭოლი პასები ამ თამაშში იყო ისე სულ ფეხში პასები გვაქ და ისიც არაზუსტი უმეტესად შეტევაში.უბურთოდ პოზიციონირება არ გამოდით და ეგ საფეხბურთო უინტელექტობის ბრალია და მერეა ტრენერის.ზოგადად ჩემი აზრით თავს დაყრილმა კრიტიკამაც უშველათ რომ გაინძრნენ.გამოცდილი ფეხბურთელები აღარ დაგვრჩნენ სასტავში.იბრა და კერიკი კოტრიალობენ.მარტო მატაა სტაჟიანი და ჭკვიანი და ამ ღლაპებმა მოედანზეც უნდა ისწავლონ დიდებისგან.მატიჩი დამავიწყდა მაგრამ მატიჩს თავისი გაჭირვება აქვს თან ერგება აქაურობას და ლიდერობას ვერ მოთხოვ ასე უცებ
0
№4
ავტორი: Svanchester
3 იანვარი 2018 18:06
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოგბა წინ წაწეული უფრო ეფექტურია.
0
№5
ავტორი: men1me
3 იანვარი 2018 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
სვანსკი საღოლ ძმაო,მადლობა რომ ამ „მძიმე“ დღეებშიც გვანებივრებ სიახლეებით
0
№6
ავტორი: Svanchester
3 იანვარი 2018 20:23
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: men1me
სვანსკი საღოლ ძმაო,მადლობა რომ ამ „მძიმე“ დღეებშიც გვანებივრებ სიახლეებით

გაიხარე ძმაო
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2018 22:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჭირდებათ შემოფხიზლება ნამდვილად, ევერტონთან არაუშავდათ
0
№8
ავტორი: shotkin
3 იანვარი 2018 23:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
წელს რაუნდა მოიგონ არვიცი , ალბატ ვერაფერი, ლიგაზე მჯერა რო მინიმუმ მეოთხედფინალს ითამაშებენ
0
№9
ავტორი: dachi_mu
4 იანვარი 2018 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
vin icis rom ara pogbas diskvalifikacia sitistan gadamwyvet momentshi. ra ici ra moxdeboda.. bichebs ashkarad guli gautydat iq.. dzaan dznelia mere igive shemattebit tamashi roca amxela handikapi aqvs sxva gunds :/
0
№10
ავტორი: stepno
4 იანვარი 2018 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბა შეტევაში ძალიან მაგრად ასწორებს რაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top