ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ჟოზე მოურინიო ცდილობს, ნახევარდაცვის ხაზი გააძლიეროს და გუნდში შესაბამისი ფეხბურთელები მოიყვანოს. "იუნაიტედის" რადარზე რამოდენიმე სამიზნეა, როგორც ჩანს, ჟოზეს სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა, ეს ფრანგული "პსჟს" ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას მოურაა.
შესაძლოა მოურამ კარიერა პრემიერ ლიგაში და კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.- იტყობინებიან უცხოური გამოცემები. Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედის" მესვეურები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფრანგულ კლუბთან, ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შესახებ.
მიმდინარე სეზონში, 25 წლის ფეხბურთელმა პარიზელთა რიგებში მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოახერხა, აქედან მის პირად ანგარიშზე ერთი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა ირიცხება. რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას, ამ ეტაპზე დეტალები უცნობია.