თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2018, 15:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2370,
კომენტარები: 10
ჟოზეს პასუხი სქოულზს
"იუნაიტედის" დამრიგებელმა სქოულზის კრიტიკას უპასუხა.
ჟოზეს პასუხი სქოულზს
"ვფიქრობ ერთადერთი რასაც სქოულზი აკეთებს ეს კრიტიკაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ არათუ კარგ ან ცუდ კომენტარს აკეთებს, ის უბრალოდ აკრიტიკებს, ეს კი სხვადასხვა რამეა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ისეთი ფენომენალური ფეხბურთელი როგორიც ის იყო, ჩვენ ამჟამინდელ გუნდში არ გვყავს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა განსაკუთრებული ფეხბურთელი უნდა გვყავდეს გუნდში.

პოგბა არის ფეხბურთელი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დაიხარჯოს ბოლომდე და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ზოგჯერ ის ძალიან კარგად თამაშობს, ზოგჯერ უბრალოდ კარგად თამაშობს, ხდება ისეც, რომ ის არადამაკმაყოფილებელია მოედანზე.

მას არუნდა ვუყუროთ ისე როგორც ეს მასში გადახდილი ფულია, ამხელა თანხის მასში გადახდა მისი ბრალი არ არის, ფასების ასეთი ზრდა თანამედროვე ფეხბურთმა მოიტანა. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ სქოულზი ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თუმცა ის არ არის გამორჩეული საფეხბურთო ექსპერტი. ასე, რომ მე მირჩევნია ის აღვიქვა როგორც დიდებული ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, იმ გუნდისთვის რომელსაც ახლა მე წარმოვადგენ, რომლისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ არცერთი დღე.

თუ სქოულზი ერთხელაც გადაწყვიტავს გახდეს მწვრთნელი, მე მას ვუსურვებ მიაღწიოს იმ გამარჯვებების თუნდაც 25 % რასაც მე მივაღწიე, რადგან ეს ნიშნავს 6 დიდ ტურნირში გამარჯვებას, ვფიქრობ ეს მისთვის შესანიშნავი მიღწევა იქნება. ვფიქრობ ჩემი ტიტულების მეოთხედი მოგებით სქოულზი ძალიან კმაყოფილი იქნებოდა.

პირადად ჩემთვის პოლ სქოულზი ფენომენალური ფეხბურთელი იყო, ერთ-ერთი საკეთესო ნახევარმცველი რომელიც მე ჩემი ცხოვრების მანძილზე მინახავს, მან ძალიან ბევრი მისცა მის ყოფილ კლუბს და განაგრძობს ამის კეთებას ჩემი გუნდისთვის დღემდე. მე მინდა მადლობა გადავუხადო მას, რადგან კლუბის პრესტიჟი სწორედ ასეთ წარმატებულ ფეხბურთელებს ეფუძნება, რომელთაც დიდ წარმატებას სწორედ ამ გუნდში მიაღწიეს.


კითხვაზე, იმედგაცრუებული იყო თუ არა "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელების შეფასებებით რომლებიც სხვადასხვა მედიაში მუშაობენ დღეისდღეობით, მოურინიომ ასე უპასუხა: "ვფიქრობ, რომ თითოეულ მათგანს ისევ კლუბში სურს ყოფნა, ეს კი პრობლემას წარმოადგენს ჩემთვის, რადგან მე არ შემიძლია გადაწყვეტილებების ამ მხრივ მიღება".- განაცხადა დასასრულს განსაკუთრებულმა.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
2 იანვარი 2018 16:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნუ ფაქტი ისაა, რომ პოგბამ მშვენიერი თამაში ჩაატარა, როცა ორიენტირებული იყო შეტევაზე, მის უკან თუ გვერდით ორი ნახევარმცველი იყო, და დაცვაზე ფიქრი ნაკლებად უწევდათ.

საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ თამაშით ისიამოვნეს ფეხბურთელებმა და მოწონდათ რასაც აკეთებდნენ.
1
№2
ავტორი: giorgi_mg
2 იანვარი 2018 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მუო თუ იმით იკვეხნის რომ ტიტულები აქვს მოგებული ის დაავიწყდა?! თუ რამდენი ტიტული აქვს სკოულზს მოგებული და არანაკლებ დიდი გამოცდილება აქვს სკოულზსაც საფეხბურთო სამყაროში?! ასე რომ სრული უფლება აქვს აკრიტიკოს მისი ყოფილი გუნდი და სკოულზს ამ კრიტიკაში ყველაფერი 100% _ით აქვს ჩამოყალიბებული. კრიტიკა რომელიც ჯანსაღია უნდა შეგეძლოს მიიღო და თუ პასუხს ცემ უნდა დაასაბუთო მაინც და ამის კომენტარში მე ასეთი ვერ დავინახე. ძალიან ერთფეროვანი გახდა მოურინიო, თითქოს დაღვინდა დასერიოზულდა მაგრამ რათ გინდა დაცვითი ფეხბურთი ევასება.
0
№3
ავტორი: kobinio
2 იანვარი 2018 16:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
თვალშისაცემი იყო რომ პოგბა ყველა ს მაღლა ამოწეცას მოუწოდებდა.და ამიტომაც სულ სხვანაირკ თამაში ვნახეთ.კარგად გამოჩნდა რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ბოლო წუთებზე დაცვაში გარბის რაც შეცდომაა და ალბათ აღმოფხვრიან ამას.უდეალური თამაში ნამდვილად არ იყო მარა არაუშავდა,უკეთაც შეგვიძლია თუნდაც ამ შემადგენლობით.გრანდებთან უნდა ასეთ ლაღი თამაში გრანდრბთან.ევერტონი არაა ის დონე ვისი მოგებაც უნდა გვახარებდეს.რათქმაუნდა კაია მარა არაა ეს ჩელსი ან სიტი
1
№4
ავტორი: ikeoni
2 იანვარი 2018 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chemi sayvareli fexburteli iyo magram bevri warmatebebiii fexburteli ro ubralod kargi mwvrtnelic ver gamxdara Esec Kargad icis yvelam ase Ro shoridan Cota ar iyos advilia kritika da bevri laparaki
1
№5
ავტორი: stepno
2 იანვარი 2018 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოუუ ყველამ იცის რო განსაკუთრებული ხარ და კიდევ უნდა დაამტკიცო რო ერთერთი საუკეთესო ხარ დღეს-დღეობითაც და ტიტულები უნდა მოგვაგებინოოო... როგორც ევერტონთან მე-2 ტაიმში ითამაშა გუნდმა, ეგრე ცოცხლად უნდა თამაშობდნენ სულ ტემპი არ უნდა დავაგდოთ და ლიგაზე ყველაფერი უნდა ჩავდოთ მთელი სული,გული,პროფესიონალიზმი მოკლედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რო დიდ წარმატებას მივაღწიოთ და კიდევ ერთხელ ავწიოთ ლიგის საოცარი თასიი, დარწმუნებული ვარ შეუძლია დღევანდელ მანჩესტერს აღნიშნულის გაკეთება.
0
№6
ავტორი: kulokulo
2 იანვარი 2018 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
დამიბრუნეთ ძველი მანიუ სქოუზი მართალს ბაზრობს ისეთ თამააშებს აგებენ და უნიჩიავებენრომელიც უეჭველი მოსაგებია ანგარიშზე თAმაშობს გუნდი ერთ გოლს გაიტანენ და კლავენ ყველანაირ შეტევას და ეს ნათელად აისახა ცხრილში დაგვიბრუნეთ მანჩესტერი ისეთი შემტევი და ისეთი დაუნდობელი როგორიც იყო !!!!!!
0
№7
ავტორი: Svanchester
2 იანვარი 2018 20:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ჟოზე ჯანსაღი კრიტიკა მისაღები გაქვს, შენ თუ სამწვრთნელო კარიერით მოიგე ტიტულები სქოულზსაც აქვს უამრავი ტიტული მოგებული და არანაკლებები რაც შენ..ესაუბრე იმ ენით როგორც თვითონ გესაუბრა. კრიტიკას სხვანაირად უპასუხო ჯობია ნამდვილად..
0
№8
ავტორი: LASHQARA
3 იანვარი 2018 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამ შემთხვევაში მე სქოულზის მხარეს ვარ უეჭველი,თანნ რა 6 ტიტული, ჩააბარეთ მანჩესტერი და ნახე მერე ტიტულები, გალათასარაის მწვრთნელი თუ გაიჩითა იასნია მოენატრება თასები... am
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2018 11:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თავს იმართლებს მოუ wink
0
№10
ავტორი: shotkin
3 იანვარი 2018 23:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სქოულზის მიმართ დიდი პატივისცემისა უნდა ესმოდეს რო მისი საქციელი გუნდს ვერ წაადგება, სულ რო მოუ ეზიზღებოდეს დღე მოუა აქ და ეგ ცდილობს გუნდი წარმატებული გახადოს , აი რაგზებით ესუკვე არავის ცენზურას საქმე არაა გარდა მოუსა და მოწონს ტუარა ეს შეუზლია თქვას მარა კრიტიკა ვის ვის და მანჩესტერის ლეგენდებს არ შეშვენით, მიტუმეტეს გუნდი ასეთუისე გუნს გავს. მეც მაქ მოუს მიმართ შენიშვნები მარა უნაკლო არავინაა კაცს თავისი ხედვა აქ და ეს ბუნებრივია ისევე როგორც ყველა მწვრთნელს უბრალოდ მოგწონს ეს ან არა ანუ არის ეს შენითვის მისაღები ან არა დალშე ვსო, რა გუნდი იყო შარშან მაჩესტერი მარა კიდადო 3 ტიტული. წელს ამდენივეს ვერ დადებს მარა ვაცალოთ ადამიანს რა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top