თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2018, 15:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1770,
კომენტარები: 9
სქოულზმა მოურინიო და პოგბა გააკრიტიკა
"წითლების" ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოურინიო გააკრიტიკა.
სქოულზმა მოურინიო და პოგბა გააკრიტიკა
"იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა BT Sport- ის ეთერში "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და ნახევარმცველი პოლ პოგბა გააკრიტიკა.

სქოულზი გამუდმებით აკრიტიკებდა "იუნაიტედის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს, როგორც ჩანს ის ტრადიციას არ არღვევს და ამჯერად მისი კრიტიკის ქარცეცხლში "წმინდანებთან" ჩატარებული ნულოვანი ფრის შემდეგ რასაც გუნდის წარუმატებელი მატჩების სერია სამამდე გაზრდა მოყვა, სქოულზმა ჟოზე მოურინიოც გააკრიტიკა.

"ფეხბურთელები ამ ეტაპზე არაფექტურად მოქმედებენ, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ მწვრთნელიც არაეფექტურია. ასეთი არაეფექტური თამაში გრძელდება, გრძელდება და კვლავ გრძელდება, მწვრთნელმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აუცილებლად უნდა აიღოს. "იუნაიტედი" დაღლილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მათ უკვე ჩაატარეს 50-60 შეხვედრა, ჩვენ ჯერ კიდევ სეზონის შუაში ვიმყოფებით. ვიცი რომ ტრიბუნა დღეს მშვიდი იყო, აუდიტორიას რაღაც უნდა შევთავაზოთ რამე ღირებული, ჩვენ კი მათ ვერაფერს ვერ ვაძლევთ, გუნდი დღევანდელ შეხვედრაში მკვდარი იყო. ეს გუნდი უნდა გამოფხიზლდეს, რადგან ამ თამაშით პრემიერ ლიგის ოთხეულიც კი არ არის გარანტირებული. შევხედოთ მოწინააღმდეგეებს: "ტოტენჰემი" არსენალი" "ლივერპული" ესენი კარგი გუნდებია და ბოლომდე იბრძოლებენ.

გუნდს კონცენტრაცია ესაჭიროება, უნდა იგრძნონ რომ ცოცხლები არიან, საჭიროა ამ ენერგეტიკის პოვნა და გუნდის ენერგიით ავსება. მწვრთნელმა ფეხბურთელებს უნდა მოუსმინოს. მოურინიო დიდი ხანია თავის სამწვრთნელო კარიერას განაგებს, თუმცა უნდა ითქვას რომ გუნდს მოედანზე ლიდერი არ ყავს. ფეხბურთელები ზალიან კარგები არიან ერთმანეთის მიმართ, ხოლო საჭიროა უფრო ახლოს აჩვენონ ერთმანეთს ის ხასიათი და თვისებები რაც მათ გამარჯვების მიღწევაში დაეხმარებათ. უნდა ითქვას, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს განვითარებაში არ ეხმარებიან. ვფიქრობ რომ მათ საბრძოლო სულისკვეთება არ ყოფნით. ისეთი შტაბეჭდილება მრჩება თითქოს გუნდი თუნდაც როცა 3-0 იგებს მათ აღარ უნდათ გატანა და თამაში ჩერდება ბრძოლა არ არსებობს რეალურად.


პოგბას შესახებ

სად იყო პოგბა როდესაც მას ჩვენ "იუვენტუსის" შემადგენლობაში ვხედავდით? ის მოედნის ყველა წერტილში იყო, ის იბრძოდა, ტრიბუნებთან დარბოდა, ყველგან იყო, გაქონდა გოლები 30 მეტრიდან. ახლა ის უბრალოდ ფეხით დასეირნობს მოედანზე. პოგბა სათამაშოდ მზად არ არის. საინტერესოა ერთი რამ, ის სწორად ვარჯიშობს თუ არა? ის არ გავს მოთამაშეს რომელსაც გამარჯვება წყურია, არ გავს იმ ფეხბურთელს რომელშიც გუნდმა 90 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ინგლისში არავის შეუძლია მას შეედაროს, თუმცა მას სთხოვენ ითამაშოს იმ პოზიციაზე რომელი პოზიციაც მისი არაა. ამ შემთხვევაში მწვრთნელმა შესაბამისი გამოსავალი უნდა იპოვოს. არის თუ არა მწვრთნელი იმაში დამნაშავე რომ ფეხბურთელები თამაშობენ იმ პოზიციაზე რომელიც მათი არ არის?- არ ვიცი."- განაცხადა დასასრულს პოლ სქოულზმა



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2018 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ვეთანხმები პოლს. პოგბა იქ არ თამაშობს სადაც უნდა თამაშობდეს და ეს გუშინდელ მატჩშიც დადასტურდა. მისი პოზიცია უფრო წინაა ვიდრე ცენტრ. ნახევარმცველი. "ათიანზე ' პოგბა ყველაზე კარგად თამაშობს და ვერ დავიჯერებ იმას, რომ ამას მოურინიო ვერ ხვდება.
3
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
2 იანვარი 2018 15:30
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გუნდს რომელსაც შეუძლია მოკლე პასები და კომბინირებული თამაში,აქვს სისწრაფე,რატო აწყობს თამაშს მწვრთნელი ლუკაკუზე და გაუთავებელი ჩაწოდებებზე? 2. ხუან მატა. ეს ის ფეხბურთელია,რომელზეც ყველა მწვრთნელი ააწყობდა თამაშს. ბურთის ფლობა,დაჭერა,პასი,მოედნის ხედვა,დარტყმა. ყველაფერი აქვს აბსოლიტურად და ძირითადიდან არასდროს ამოაგდება არცერთი მწვრთნელი.3.ლუკაკუს,რატო ევალება ყველა სტანდარტულზე საჯარიმოში ჩამოსვლა,ან ლინგარდს,ან მარსიალს? როცა ყველაზე სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება შეუძლიათ.4. რა საჭიროა პოგბას უკნიდან თამაში,როცა წინ აწეული ბევრად პროდუქტიულია. ბევრად ლაღად და სწორად თამაშობს. 5. მგონი მოირინიოს დონის მწვრთნელი უნდა ხვდებოდეს,რომ როხო,სმოლინგი,ჯონსით შეუძლებელია ითამაშო ისეთი დაცვა როგორც თითქოს ვიდა-ფერდინანდი ან მალდნი-ნესტა გედგეს. არაა ამ გუნდის საქმე დასცვა და არც არასდროს ყოფილა? 6. სიტი რატო იგებს თამაშებს,იმიტო რო უტევს თორე რომელი მცველი ბრწინავს კომპანი თუ ოტამენდი? რო შეუტიოს ცოტა ნორმალურმა გუნდმა გამოტენიან კარგად თან. 7. ამაზე რადავწერო? 100% ილაპარაკა
2
№3
ავტორი: ikeoni
2 იანვარი 2018 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Pol Cota ar iyos atrakeb raa
0
№4
ავტორი: stepno
2 იანვარი 2018 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბევრ რამეში არ ვეთანხმებიი სქოულზს :)) მაგრამ პოგბას რაც შეეხება ძალიან უკანაა მართლა და რავიცი წინ თამაში რო მშვენივრად გამოსდის ეგ ყველამ ვიცით
0
№5
ავტორი: Svanchester
2 იანვარი 2018 20:24
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ვეთანხმები ამ კაცს, ცოტა გამოფხიზლებაა საჭირო, თუმცა მთლად ასე კრიტიკულად ვერ შევაფასებდი როგორც სქოულზმა მოურინიო. პოგბაზე სწორად ისაუბრა თავის პოზიციაზე არ თამაშობს ეს ფეხბურთელი მაგრამ ვფიქრობ მოურინიოს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, პოგბას იყენებს იქ სადაც ყველაზე მეტად ამ ეტაპზე გუნდს უჭირს, მატიჩს პოგბა მაგრად ჭირდება უკან ჩამოწეული, იყიდის ვინმე შესაფერისს ჟოზე და აწევს პოგბასაც თავის ადგილას
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
3 იანვარი 2018 00:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
იცით რა მიკვირს?ამდენი წელია მოუ ტრენერია და მილიონ სასტავთან უმიშავია და გუნდის შიდა მდგომარეობა ამან ყველაზე უკეთ იცის.აი პოგბა თუ გუშინ აწია და ათამაშა შეტევა მეორე ტაიმში რა მანამდე არ იცოდა ვინ ყავდა?იცოდა მაგრამ აკეთებინებს იმ სამუშაოს რომლის სემსრულებელიც არავინ არ ყავს სხვა.აქ ბევრი წავიკითხე რო გრანდებთანაც ასე უნდა ვითამაშოთო.კი ბატონო კარგია ასე თამაში მაგრამ უკან მაშინ მარტო მცველებმა და პლიუს მატიჩმა უნდა მოაყომაროს სიტუაცია და შესაბამისი დაცვა არ გვყავს ჩვენ.არსენალს ვეთამაშეთ კონტრზე შევუყარეთ გოლები და წამოვიღეთ 3ქულა პრაგმატული თამაშით.ლივერპულმა უპირატესობა არსენალთან კინაღამ გაანიავა წაგებამდე შემთხვევით წამოიღო ქულა.აი აქ არის ძაღლის თავიც დამარხული.გრანდებს ასე ეთამაშო მაგის შემადგენლობა სრ გვყავს ჩვენ და საშუალო გუნდებთან შეიძლება.ასე უნდა ეთამაშათ წინა ყველა თამაში დაჟე ლესტერთანაც და ყველგან 3ქულა დაიდებოდა.მაგრამ რამდენად იყო გუნდი ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ამისთვის მზად ეგ ჩვენ არ ვიცით და არც სქოულზმა იცის.ეგ იცის იმ ხალხმა ვინც ამჟამად მუშაობს სასტავთან.გარედან ეს ყველაფერი არის მარჩიელობა.ყველაფერი შეიძლება დააბრალო მოუს გარდა იმისა რო მოგება არ უნდოდაო ხოდა მოგებისთვის რა უნდა ქნას ყველაზე კარგად ამ მწვრთნელს გამოუდის.
ახლა ვინმე იტყვის რომ სიტის რატო გამოუდის მაშინ და ჩვენ არაო.სიტის უკეთესი სასტავი ყავს და პლიუს 7თამაშში არ ეკუთვნოდათ 3ქულა და შემთხვევით აიღეს და ეგ 14 ქულაა.ასე რომ წყალს კოკა სულ არ მოიტანს მაგათი იღბლოანი დედები ******
0
№7
ავტორი: LASHQARA
3 იანვარი 2018 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ვეთანხმები სრულებით, სამწუხაროდ am
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
3 იანვარი 2018 01:37
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Dato kutaisi
იცით რა მიკვირს?ამდენი წელია მოუ ტრენერია და მილიონ სასტავთან უმიშავია და გუნდის შიდა მდგომარეობა ამან ყველაზე უკეთ იცის.აი პოგბა თუ გუშინ აწია და ათამაშა შეტევა მეორე ტაიმში რა მანამდე არ იცოდა ვინ ყავდა?იცოდა მაგრამ აკეთებინებს იმ სამუშაოს რომლის სემსრულებელიც არავინ არ ყავს სხვა.აქ ბევრი წავიკითხე რო გრანდებთანაც ასე უნდა ვითამაშოთო.კი ბატონო კარგია ასე თამაში მაგრამ უკან მაშინ მარტო მცველებმა და პლიუს მატიჩმა უნდა მოაყომაროს სიტუაცია და შესაბამისი დაცვა არ გვყავს ჩვენ.არსენალს ვეთამაშეთ კონტრზე შევუყარეთ გოლები და წამოვიღეთ 3ქულა პრაგმატული თამაშით.ლივერპულმა უპირატესობა არსენალთან კინაღამ გაანიავა წაგებამდე შემთხვევით წამოიღო ქულა.აი აქ არის ძაღლის თავიც დამარხული.გრანდებს ასე ეთამაშო მაგის შემადგენლობა სრ გვყავს ჩვენ და საშუალო გუნდებთან შეიძლება.ასე უნდა ეთამაშათ წინა ყველა თამაში დაჟე ლესტერთანაც და ყველგან 3ქულა დაიდებოდა.მაგრამ რამდენად იყო გუნდი ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ამისთვის მზად ეგ ჩვენ არ ვიცით და არც სქოულზმა იცის.ეგ იცის იმ ხალხმა ვინც ამჟამად მუშაობს სასტავთან.გარედან ეს ყველაფერი არის მარჩიელობა.ყველაფერი შეიძლება დააბრალო მოუს გარდა იმისა რო მოგება არ უნდოდაო ხოდა მოგებისთვის რა უნდა ქნას ყველაზე კარგად ამ მწვრთნელს გამოუდის.
ახლა ვინმე იტყვის რომ სიტის რატო გამოუდის მაშინ და ჩვენ არაო.სიტის უკეთესი სასტავი ყავს და პლიუს 7თამაშში არ ეკუთვნოდათ 3ქულა და შემთხვევით აიღეს და ეგ 14 ქულაა.ასე რომ წყალს კოკა სულ არ მოიტანს მაგათი იღბლოანი დედები ******

საღამო მშვიდობის. ეგ ყველამ ვიცით,რომ მოურინიოს ჩენზე მეტად უნდა მოგება,მარა რაღაც არ მჯერა ფეხბურთელები თავისი ნებით აწვდიდნენ საჯარიმოში და მწვრთნელი არაფერ შუაში იყოს. ევერტონთან რატო არ აწვდიდნენ? არც იმის მჯერა,რო ეუბნება პრესინგი ითამაშეთ და ირბინეთო და ესენი სეირნობდნენ მოედანზე. არც არსენალს,არც სიტის და მითუმეტეს არც ლივერპულს არ ყავს არც ჩვენზე კაი მცველები და არც ფეხბურთელები მარა ავტობუსი არ უდგათ. უშვებენ,მარა იტანენ კიდეც. იმის შიშით თამაში რო ვაიდა გოლი არ გავუშვათ,არასდროს მოიტანს შედეგს. მითუმეტეს დიდ გუნდებთან,ბელორუსის ბატე და აპოელიც არ თამაშობს ავტობუსს. ახლა შეილება თქვა მაგიტო უშვებენ 6-7 გოლსო :) მარა იმათ არ აქვთ არანაირი ავტორიტეტი და ყველა თქვისთავად ლაღად ეთამაშება. მარა ყველა გუნდისთვის დიდი წნეხია,როცა მანჩესტერი გქვია და უტევ. იმათაც იწევთ უკან დახევა და გამოდის რო 2 გუნდი თამაშობს და არა 1. კაი გასაგებია სევილია შეგვხვდა და უნდა გავცდეთ,მარა პესეჟე რო შეგვხვდეს რას ვაპირებთ. როხო და სმოლინგით უნდა დავდეთ უკან? დღეს უკვე ამ დაცვას თითქმის აღარავინ თამაშობს და ასე წინ გაუხედავად ვიდგეთ უკან,კარგს არაფერს მოგვიტანს. მარა ამ წელს ლიგას მაინც ჩვენ მოვიგებთ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2018 11:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როცა კრიტიკა ჯანსაღია, უნდა მიიღო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top