თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2018, 12:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1957,
კომენტარები: 10
მოურინიო "ევერტონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ
ჟოზეს ვერდიქტი "გუდისონ პარკზე" მოპოვებული სამი ქულის შემდეგ.
მოურინიო
"იუნაიტედმა" ახალი 2018 წელი მოგებით დაიწყო. "წითლებმა" "გუდისონ პარკზე" შესანიშნავი თამაში აჩვენეს და მოწინააღმდეგე "ევერტონი", ანგარიშით 0-2 დაამარცხეს. შედეგად, მოურინიოს გუნდმა სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი დაიბრუნა. მატჩის შემდგომ, ტრადიციულად პრესკონფერენცია "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გუნდი არ გამოიყურებოდა დაღლილად

"ბიჭებმა გამარჯვება დაიმსახურეს. მე კვლავ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ გასული შეხვედრები რომელიც გუნდმა ფრედ დაასრულა, არ ყოფილა ჩვენი ცუდი თამაშის ბრალი. რადგან, იმ მატჩებშიც ვიმსახურებდით გამარჯვებას. თუმცა ჩვენ დავუშვით რამოდენიმე შეცდომა, რის გამოც უფრო გავირთულეთ ცხოვრება. საბოლოო ჯამში, ჩემ ბიჭები ცდილობდნენ მატჩებში საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენას, ისევე როგორც ეს დღევანდელ მატჩში შეძლეს. ჩვენ არ ვგავართ გუნდს, რომელმაც მძიმე დაძაბული გრაფიკი მიიღო. გუნდი ახალი ენერგიით სავსე შემადგენლობას გავს.

თამაშზე კონტროლის მოპოვება

"ევერტონი" პირველ ტაიმში ცუდად არ გამოიყურებოდა, მათ ასევე რეაგირება მოახდინეს, მეორე ტაიმში ჩვენ მიერ გატანილ პირველ გოლზე, ისინი ასევე ცდილობდნენ შეეტიათ ყოველ 5-8 წუთში ერთხელ, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. ვფლობდით ბურთს, ხშირად გადაგვქონდა იგი შეტევაში, გუნდში ცვლილებები მომიწია, რადგან არ გვყავდა ლუკაკუ. ჩვენ ვცადეთ გვეთამაშა სხვაგვარად და მე ძალიან გახარებული ვარ ამ გამომუშავებული ქულებით.

სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო

ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს, დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმის განცდა - ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. ეს იყო მაღალი კლასის და პროფესიონალურად შესრულებული თამაში. ჩვენი მასპინძლების მხარდაჭერებმა მართლაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს, მათ შეძლეს ამ მშვენიერი სტადიონის გაცოცხლება ისინი მათ გუნდს შესანიშნავად უჭერდნენ მხარს. ჩვენ შევძელით გატანილი გოლებით ტრიბუნებზე მათი რიტმის დაგდება. შესანიშნავი გოლები გავიტანეთ ასე, რომ ვფიქრობ მოპოვებული სამი ქულა სამართლიანად დავიმსახურეთ. ჩვენ კარგად ვმოქმედებდით, საჯარიმოს ფლანგებიდან შევქმენით სივრცეები, კარგი გარბენები გვქონდა და საბოლოოდ კარგად გამოვიყურებოდით.

სატრანსფერო გეგმები

ტრანსფერები? გულახდილად გეუბნებით მე ამ ეტაპზე არაფერი არ ვიცი. მე მესმის რომ ახლა საკადრო პრობლემები გვაქვს გუნდში, მაგრამ შევძლებთ 2-3 კვირაში ფეხბურთელების გამოჯამრთელებას და მათ მწყობრში მოყვანას. დაველოდებით ზაფხულს თუ დავიწყებთ ახლავე სატრანსფერო პოლიტიკის გაქტიურებას ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩემი ბიჭები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად, მე ამას არ ვიძახი მხოლოდ დღევანდელი მატჩის გამო. მე კმაყოფილი ვარ მათი თამაშით, კმაყოფილი ვარ ასევე ორი დღის წინ "საუთჰემპტონთან" ჩატარებული შეხვედრითაც".- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
2 იანვარი 2018 12:53
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ბედობას გილოცავთ ყველას ბიჭებო. ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ..იუნაიტედს მოგებები და უამრავი ტიტული..

და კიდევ ერთი ადმინთან შევათანხმებ თუ თქვენი დიდი სურვილი და აქტიურობა იქნება ყოველი მატჩის შემდეგ გამოკითხვებს დავდებთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე.

ადრე იყო ამ საიტზე როგორც ადმინმა მითხრა ჩემი სურვილი იქნება დაიდოს ხოლმე. ოღონდ საჭიროა აქტიურობა
0
№2
ავტორი: PaLoMo
2 იანვარი 2018 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
[quote=Svanski]ბედობას გილოცავთ ყველას ბიჭებო. ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ..იუნაიტედს მოგებები და უამრავი ტიტული..

და კიდევ ერთი ადმინთან შევათანხმებ თუ თქვენი დიდი სურვილი და აქტიურობა იქნება ყოველი მატჩის შემდეგ გამოკითხვებს დავდებთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე.

ადრე იყო ამ საიტზე როგორც ადმინმა მითხრა ჩემი სურვილი იქნება დაიდოს ხოლმე. ოღონდ საჭიროა აქტიურობა[/quote
aseve gilocav mixbe bedonas yovelive kai dagbedebodes cxovrebashi.
bedoba dges gamarjvembaze saubari kargia.
aseve mivesalmebi mag ideas adrr amrtlacnieeboda matchis sauketeso tu tvis sauketeso fexburtelze aseve golzec.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
2 იანვარი 2018 13:22
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
[quote=PaLoMo][quote=Svanski]ბედობას გილოცავთ ყველას ბიჭებო. ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ..იუნაიტედს მოგებები და უამრავი ტიტული..

და კიდევ ერთი ადმინთან შევათანხმებ თუ თქვენი დიდი სურვილი და აქტიურობა იქნება ყოველი მატჩის შემდეგ გამოკითხვებს დავდებთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე.

ადრე იყო ამ საიტზე როგორც ადმინმა მითხრა ჩემი სურვილი იქნება დაიდოს ხოლმე. ოღონდ საჭიროა აქტიურობა[/quote
aseve gilocav mixbe bedonas yovelive kai dagbedebodes cxovrebashi.
bedoba dges gamarjvembaze saubari kargia.
aseve mivesalmebi mag ideas adrr amrtlacnieeboda matchis sauketeso tu tvis sauketeso fexburtelze aseve golzec.[/quote]
გაიხარე ძმაო
0
№4
ავტორი: JuanMata
2 იანვარი 2018 13:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svanski

კი, კარგი იქნება ძალიან გამოკითხვების დამატება, მე მგონი იაქტიურებს ხალხი.

გილოცავთ ყველას ბედობას wink

P.S. მოუს ვერ დავთანხმები, რომ წინა მატებში ვიმსახურებდით გამარჯვებას, ამ თამაშში დავიმსახურეთ ნამდვილად, კარგად უტევდნენ და გუნდურად თამაშობდნენ, ერთ თავდამსხმელზე არ იყო თამაში აწყობილი და ბევრად უფრო მრავალფეროვანი შეტევა გამოვიდა.
პოგბამ აკეთა რაღაც შეუდარებელი პასები.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
2 იანვარი 2018 13:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი თამაში იყო, ცოტა მოფხიზლებულები იყვნენ და ჰქობდათ გამარჯვების სურვილი. ბედობას გილოცავთ ყველას
0
№6
ავტორი: nika_nikusha
2 იანვარი 2018 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ლუკაკუ თუა მიზეზი უაზრო ჩაწოდებების ტაქტიკის იყოს ცოტა ხანი ტრავმირებული
0
№7
ავტორი: misteryou
2 იანვარი 2018 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ლინგარდი გვეღადავება, სასწაულად უმატებს მევასება ეს ბოლო პერიოდი ბურთსაც რა ადვილად იჭერს და რაც ყველაზე დიდი პლიუსი აქვს ისაა რომ დიდი ხანი არ ფიქრობს ბურთით რა გააკეთოს, ან ეგრევე კაი პასს აძრობს ან თვითონ მიაქვს, და თვითონ რამდენჯერაც წაიღო რომელ ერთი ჩამოვთვალო სასწაულად შერბის :)))
0
№8
ავტორი: ikeoni
2 იანვარი 2018 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Meore taimii Dzalian Magari iyoo sagol bichebs❤️
0
№9
ავტორი: stepno
2 იანვარი 2018 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგი თამაში იყოო ხშირად უნდა ვითამაშოთ ესეე ძალიან ხშირად
0
№10
ავტორი: მალხაზი
3 იანვარი 2018 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ევერტონთან თამაშით ნამდვილა ძალიან ვისიამოვნე..განსაკუთრებით მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი...ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევნენ მეტოქესაც და მაყურებელსაც...ამ წელს ბევრ ასეთ თამაშს თუ გვაჩუქებენ ჩემზე უბედნიერესი არავინ არ იქნება...საუთჰემპტონთან კი გუნდი არ თამაშობდა, მეტოქე უფრო მწვავედ გამოიყურებოდა და გულიც მიკვდებოდა ასეთი მანჩესტერის შემყურეს...ნამდვილად არ ვიმსახურებდით გამარჯვებას!..
გამოკითხვების შესახებ იყო საუბარი და ძალიან მაგარი იქნება თუ ეს სერვისი დაბრუნდა ჩვენს გვერდზე...მახსოვს წინა წლების ჩემპიონატებში ყოველი თამაშის შემდეგ მატჩის განხილვები იდებოდა და ძალიან საინტერესო იყო!..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top