თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2017, 17:31
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 1944,
კომენტარები: 10
კარაგერი: "გვარდიოლა რომ "იუნაიტედის" მწვრთნელი ყოფილიყო პრემიერ ლიგას მოიგებდა"
ჯეიმი კარაგერი პასუხობს მოურინიოს.
კარაგერი:
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, გამოეხმაურა ჟოზე მოურინიოს სიტყვებს იმის შესახებ, რომ ტრანსფერებში დახარჯული თანხა "იუნაიტედისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა.

"მოურინიოს სიტყვებში არის დიდი ცდომილება. პეპი რომ "იუნაიტედის" ამ გუნდს წვრთნიდეს, ჩემი აზრით ის ტიტულს მოიგებდა. დავუბრუნდეთ სეზონის დასაწყისს და შევადაროთ ამ გუნდების ფეხბურთელები ერთმანეთს.

იყო ედერსონი დავიდ დე ხეაზე ძლიერი? იყვნენ "სიტის" ცენტრალური მცველები სტოუნზი და ოტამენდი უკეთესები, ვიდრე ბაიი და ჯონსი? ნუთუ "მანჩესტერის" გულშემატკივრები ამჯობინებდნენ, რომ მათ გუნდში ყოფილიყო ფერნანდინიო და არა მატიჩი?

"მანჩესტერმა" დაამყარა მსოფლიო რეკორდი ტრანსფერში, როცა პოგბა გაიფორმა, შემდეგ ლუკაკუ გახდა პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. რომელ კლუბს ჰქონდა ამხელა ამბიციები ტიტულის მოგებაზე?

"იუნაიტედის" რომელი გულშემატკივარი გაცვლიდა რეშფორდს სტერლინგში ერთი წლის წინ? ან მარსიალის რეპუტაცია "მანჩესტერში" მოსვლის წინ იყო ლეროი სანეს რეპუტაციაზე მეტი?

ლიუკ შოუ მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომდე გაიფორმეს, კლუბს 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა. პეპმა გაბრიელ ჟეზუსი უფრო ნაკლებ თანხად გაიფორმა. მოურინიოს ჩივილი ფულის და ფეხბურთელების ფასის შესახებ უსაფუძვლოა.

იქ, სადაც მოურინიო ხედავს ფეხბურთელის უუნარობას შეასრულოს ესა თუ ის ტაქტიკური მონახაზი, დარწმუნებული ვარ, პეპი იპოვიდა განსხვავებულ მიდგომას გუნდისადმი, რომელიც მოურინიოს აზრით, უბრალოდ უნდა გაძლიერდეს.

ახლაც კი "იუნაიტედს" ჰყავს ძვირადღირებული სუპერვარსკვლავები, რომელთაც კლუბში გადმოსვლის მომენტში უზარმაზარი ბექგრაუნდი ჰქონდათ. მხითარიანი, პოგბა, ლუკაკუ... გახდნენ ისინი უკეთესები მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ? ეს კითხვები უნდა აწუხებდეს გუნდის მწვრთნელს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მენეჯერს უბრალოდ არ ჰყოფნის მოთმინება და არ აქვს სურვილი გააუმჯობესოს და განავითაროს ის, რაც უკვე აქვს.

"მანჩესტერ სიტი" წინაა იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ ფეხბურთელებთან, ავითარებენ მათ და არ არიან მხოლოდ მზა ვარსკვლავების შესაძლებლობების იმედად. მოურინიო ენდობა ბევრად უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს. ის არის მწვრთნელი, რომელიც იღებს შედეგს უკვე გამზადებული, ძლიერი შემადგენლობით, თუკი ფეხბურთელები ამა თუ იმ მიზეზით არ იძლევიან შედეგს, ვერ ასრულებენ მოთხოვენბს, ის მიდის. მისი მსოფლიო კლასის მწვრთნელის რეპუტაცია დამყარებულია მის შესაძლებლობაზე, იპოვოს გამარჯვების საშუალება.

ახლა მოურინიო, რომ წვრთნიდეს "სიტის", ის არ ითამაშებდა იმ ფეხბურთს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. მოურინიოს მუშაობის სიმბოლო - კევინ დე ბრუინი, რომელიც "ჩელსის" მწვრთნელობის დროს გაყიდა.

ბევრი არგუმენტი მოვისმინე, რომ კევინი ისევე როგორც სალაჰი, იმ დროს არ იყვნენ შესაბამის დონეზე და "ჩელსი" მათი გაყიდვით არ დასუსტებულა. მაგრამ სხვა მენეჯერები ასე მარტივად გაუშვებდნენ ამხელა ტალანტებს? თუ ისინი ეცდებოდნენ ეპოვათ საშუალება, აღეზარდათ გრძელვადიან პერსპექტივაში? რთულია იმის დაჯერება, რომ გვარდიოლა ვერ დაინახავდა დე ბრუინში მის პოტენციალს, გამხდარიყო სუპერ მოთამაშე.

გვარდიოლა, როცა კლუბში მოვიდა, დაიწყო მუშაობა გრძელვადიან შედეგებზე გათვლით, თუმცა ის არც მიმდინარე სეზონს ივიწყებს. მოურინიოს მხოლოდ იმ წუთის შედეგები აინტერესებს. ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება დაჭირდეს 2-3 წლის შემდეგ, მას არ სჭირდება, რადგან ის იშვიათად არის ამდენ ხანს კლუბში.

ჟოზე ადრე იმსახურებდა თანაგრძნობას, მაგრამ არა ახლა, როდესაც მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს კლუბში, როცა ისინი ევროპაში თითქმის ყველაზე მეტს ხარჯავენ, როცა ერთადერთი საშუალება, რომ არ ჩამორჩე შენს დაუძინებელ მტერს, არის სავარჯიშო მოედანზე მუშაობა და მართვაში ეშმაკობის გამოჩენა.

ზუსტად ეს განასხვავებს სერ ალექს ფერგიუსონს სხვა დანარჩენებისგან. როცა "ჩელსი" და "სიტი" ფინანსური მხრივ "იუნაიტედის" კონკურენტები გახდნენ, ის ახერხებდა არათუ დაეტოვებინა თავისი კლუბი კონკურენტუნარიანად, ის ტიტულებსაც იგებდა.

ამან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა ის გავიდა პენსიაზე, იმ მომენტიდან "იუნაიტედმა" იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელი მისი მწვრთნელობის პერიოდში.

სწორედ ეს აჩვენებს "სიტის" და "იუნაიტედს" შორის განსხვავებას ამ სეზონში, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულთან. "
- განაცხადა დასასრულს კარაგერმა



წყარო: Sports.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
31 დეკემბერი 2017 17:42
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ეს ლივერპულის ძუკნები რა დღეში არიან.
0
№2
ავტორი: makaveli
31 დეკემბერი 2017 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ლივერპულის ხუკნა ეძახე და ხუთიანზე ჩამოაყალიბა ყველაფერი.. პირველად ვეთანხმები ცხოვრებაში და თან 100 პროცენტით !!!

აი ზუსტი დიაგნოზი დასვა პეპის და მოუს სხვაობის... ს.ი.რ ბანჯგვლა კაცია ეს ჟოზე გაათრიონ რა.. რო გადახედოთ ჩემ ძველ კომენტარებს ჯერ კიდე ვანგაალი იყო მაშინ ვიძახდი ეს ჟოზე არ გვინდათქო .. ყველას თავის აზრი გაქვთ ვიცი მარა ვერასდროს დავრწმუნდები იმაში რო მოუ მანჩეს დონეა
3
№3
ავტორი: dunkan
31 დეკემბერი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
1000000%aseti simartle arsad utqvamt.maurinios didi mwvrtnelobisa arasdros mjeroda.erti avtobusi icis(?)da sxanairi taqtika magistvis ar arsebobs,ar minaxavs ro tamashis dros gundi gadaewyos dacvidan shetevaze.aq ori mxarea visac maorinio ar mowons da visac mowons magram gundi mtavaria,shedegi da tamashis xarisxi aris miugebeli da pasuxi unda motxovon am kacs
0
№4
ავტორი: giorgi_mg
31 დეკემბერი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სამწუხარო სიმართლე
0
№5
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Rac ar unda martals ambobde Sheni dedas ******i me
0
№6
ავტორი: Malboro463
31 დეკემბერი 2017 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ყველაფერი სიმართლე თქვა. აგინეთ და იყავით მარა ამაზე #ლე გუნდში ნევილი ყავდა უნაიტედს მაგის ლეგენდობა და ექსპერტობა მო#33ნ
ყველა მწვრთვნელს აკრიტიკდებდა ბოლოს ვალენსიაში რომ ჩაიჭვა მის მერე ხმა არ ამოუღია
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
31 დეკემბერი 2017 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთულია არ დაეთანხმო
0
№8
ავტორი: bziki
31 დეკემბერი 2017 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გილოცავთ დამდეგს ყველას

კარაგერს რაც შეეხება სუფთა მანჩესტერზე გაბორეტებული კაცის ნალაპარეკებია მეტი არაფერი

ყავს ეხლა გვარდიოლას ზინჩენკო და კიდე ეგეთი ნიჭიერი ხალხი დააყენოს მაშინ ასნავნოი იასნია არ დააყენებს მერე ზინჩეკოს რო წასვლა მოუნდება და ვთქვათ გადაირტყა ყველაფერი გვარდიოლას ბრალი იქნება რო არ ათამაშებს რეალობა ისაა რო დე ბრუინი იმ დროს ვერრც ლამპარდს და ვერც ვერავის ჯობდა იმ დროინდელი ჩელსის ნახევარდაცვიდან.

მანჩესტერს მოუწია ფასების გაბერვა ყველა ტრანსფერში იმიტო რო სხვა გზა არ იყო გინდ შოუ და გინდ მარსიალი რავი ვინც გინდა, იასნია რო არა ადეკვატური ფასებია. მარაზმია მოსთხოვო ეხლა ჟოზეს კოჭლი შოუ აათამაშოს ისე რას გადახდილია.

ჩავარდნაა იასნია და წავიდა ჟოზეს დაჟმა და სამართლიანათ

ვეთანხმები ფეხბურთელებთან მუშაობის ასპექტში, გუნდშI შექმნილი ფსიქოლოგიური პრობლემებია

მარა ყველაფერს აქ ახსნა ძალიან გაუმართლა სიტის ამ სეზონში ბევრ შეხვედრაშI ეგ გამართლება მერე ხასიათში გადადის ფსიქოლოგიურად ძლიერდები, აი ჩვენ იასნია იღბალი არ გვწყალობს და ეგეც ფსიქოლოგიურად გტეხავს
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
1 იანვარი 2018 12:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
Bziki გეთანხმები ძმა.როდესაც შეფასებას აკეთებ კონტექქსტიდან ამოვარდნილად შეიძლება ნებისმიერი ვერდიქტი გამოიტანო.აქ პასუხი არის ძალიან მარტივი თუ შედარებას აკეთებ ამ ორ მწვრთნელს შორის.რატო არ წამოვიდა მანჩესტერში გვარდიოლა ამაზე გასცეს პასუხი ყველამ და აი იქაა ზუსტად პრობლემა.რაც შეეხება მოუს.მე მისი ტაქტიკა არცერთ გუნდში არ მომწონდა მაგრამ ნაღდად ვიცოდი და ვიცი იდეალური ვარიანტი იყო მანჩესტერისთვის ამ გარდამავალ პერიოდში რომ გუნდი დაეწყოს შემდეგ მწვრთნელს დახვდეს სხვა ტაქტიკისთვის.გვარდიოლა სულ მზა გუნდებში მიდის და ამიტომაც არ წამოვიდა ჩვენთან.რაც სეეხება დე ბრუინს და ასეთებს კაი რა ეგ არის უაზრო არგუმენტი.გამოდის ფერგიც **** ყოფილა პოგბა რო გაუშვა ხო?სიტის იღბალა დედას *** მინიმუმ 7 თამაშია ამ სეზონში რომელშიც 3ქულა არ ეკუთვნოდათ არანაირად და აიღეს.კრისტალთან წასაგები თამაში კინაღამ მოიგეს ამას ქვია იღბალი.მე მგონია რო ჩემპიონთა ლიგაზე სიტი ვერაფერს ვერ იზამს პრემიერ ლიგას რაც შეეხება დაუწვა ყველა გრანდებიან აუთსაიდერებიანად და უმართლებთ და არიან პირველზე.ჩვენთან თამაშში ბურთის ფლობის გარდა რა ქონდათ.არცერთი სახიფათო რეალური მომენტი ზატო ლუკაკუს მომენტზე მეკარეს თავში მოხვდა.ასეთი დეტალები რო მიეწყობა გამოდის ბოლოს შედეგი თითქოს რაღაც სასწაულს აკეთებს გვარდიოლა.დებრუინეს გარეშე სიტის რა უქნა შახტარმა გემახსოვრებათ
0
№10
ავტორი: kobinio
1 იანვარი 2018 18:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამ ყლისშვილის სლეობებს ისევ ვდებთ გვერდზე? ეს რო მაგარი პიტალოა ამაზე მემგონი ყველა ვთანხმდებით და მოდი ცენზურა-->*** უქენით აქედან ამას რა
სულ მანჩესტერის კრიტიკითაა დაკავებული ეს ნგრეველი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top