თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2017, 18:29
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1591,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" "ნაპოლის" ნახევარმცველით დაინტერესდა
მოურინიოს გუნდს მორიგი ფეხბურთელი დაუკავშირეს.
ManchesterEveningNews-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" ჩამშლელი ნახევარმცველის ჟორჟინიოს შეძენით დაინტერესდა. "წითელი ეშმაკების" კაპიტანი მაიკლ კერიკი უკვე დიდი ხანია, რაც გუნდს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ეხმარება. ამიტომ ჟოზე მოურნიო აქტიურად ეძებს ვეტერანი ინგლისელის შემცვლელს და მისი ყურადღება 26 წლის იტალიელმა მიიპყრო.

"ნეაპოლური" კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბმა ოთხშაბათს თავისი ერთ-ერთი ფეხბურთელის სნაცვლოდ ერთ-ერთი ინგლისური კლუბისაგან საკამოდ დიდი შეთავაზება მიიღო. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს სურს "ნაპოლიდან" იყიდოს ჟორჟინიო. მაგრამ ცალკე საკითხია რამდენად დათანხმდება ჟორჟინიოს გაშვებას მაურისიო სარი მითუმეტეს მაშინ როდესაც "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. მაგრამ თუ აღნიშნული ტრანსფერი, მაინც ზამთარში განხორციელდა, წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვეღარ დაეხმარება. რადგან მან უკვე ითამაშა იტალიური კლუბის მაისურით.

მაიკლ კერიკმა ბოლოს "იუნაიტედის" მაისური 23 სეტემბერს ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში, "ბარტონ ალბიონთან" მოირგო. მას შემდეგ ინგლისელი მოედანზე აღარ გამოჩენილა. მიზეზად ფეხბურთელის ჯანმრთელობის პრობლემები სახელდება, ვეტერან ინგლისელს "ეშმაკებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ჟოზე მოურინიოს განცხადებით თუ მაიკლი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს იგი მზად არის, ადგილი მის სამწრთნელო შტაბში შესთავაზოს.

"მაიკლი კლუბისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფეხბურთელი. მან იცის რომ ჩემს სამწვრთნელო შტაბში მისთვის ადგილი მოიძებნება და თიუ ის კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შემომიერთდეს ძალაინ გამიხარდება." ეს განცხადება მოურინიომ გასულ თვეში გააკეთა.



წყარო:manutd.one
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
29 დეკემბერი 2017 18:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
arvici es nu rogorc aseti chamshleli gvchirdeba da sakmaod kargi gvchirdeba.4-2-3-1dros an nevismier matchshi sadac 2sayreeni iqneb sachiro gamogvadgeba vinmes moyvana marto matichs gauchrdeba.pogba semot aiwoda da kainiqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: kantona-7
29 დეკემბერი 2017 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაი ფეხბურთელია მარა უკეთესიც შეიძლება რომ მოიყვანოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: ikeoni
29 დეკემბერი 2017 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ari raa uketesic sheidzleba:))
0
№4
ავტორი: Svanchester
29 დეკემბერი 2017 19:11
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ჭორი
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 დეკემბერი 2017 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სხვა ფეხბურთელია საჭირო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top