თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2017, 20:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1890,
კომენტარები: 20
ლინგარდი: "გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო"
ჯესის აზრით გუშინდელ თამაშში "იუნაიტედს" გამარჯვების მოპოვება შეეძლო.
ლინგარდი:
დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება, ისევ ვერ შეძლო "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ. გუშინდელ შეხვედრაში, წითლებმა ოლდ ტრაფორდზე "ბარნლის" უმასპინძლეს. გასული ტურის მსგავსად "ლესტერის" წინააღმდეგ, წითელ ეშმაკებმა ეს თამაშიც ფრედ დაასრულეს და ლიდერ "სიტისთან" ჩამორჩენა უფრო გაზარდეს, რითაც საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვნდ გაირთულეს მდგომარეობა.

"ბარნლისთან" დაპირისპირება, ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა "იუნაიტედის" 25 წლის ნახევარმცველ ჯესი ლინგარდისთვის. ლინგარდი შეხვედრის მეორე ნახევარში მოგვევლინა მოედანზე, მან წითლების შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩაანაცვლა, რომელიც ამ შეხვედრაში უჩვეულო პოზიციაზე გამთამაშებლად მოგვევლინა.

მოგეხსენებათ შეხვედრა ფრედ ანგრიშით 2-2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან ორივე გოლი სწორედ ლინგარდის ანგარიშზეა. რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯესიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს გამარჯვების მოპოვება შეეძლო.

"ცხადია შეხვედრის საბოლოო შედეგს ჩვენთვის უარყოფითი ემოციებვის მოტანა მოჰყვა. ჩვენ გოლის გასატანად ბევრი მომენტები შევქმენით, გვქონდა შანსები იმისთვის, რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა. "იუნაიტედი" დომინირებდა მოედანზე, ამიტომ ჩვენ საბოლოო ანგარიშით უკმაყოფილოები ვართ. რაც შემეხება მე, მოხარული ვარ იმით, რომ გუნდს ჩემი გატანილი გოლები დაეხმარა.

რაც შეეხება იმას, რომ მძიმე გრაფიკი გვაქვს, ჩვენ გვსიამოვნებს თამაში და სწორედ ამ განცდით გავდივართ მოედანზე. დაღლილობას რაც შეეხება გუნდს აქვს როტაციის შესაძლებლობა მაშინ როდესაც ეს დაჭირდება".
- განაცხადა დასასრულს გუშინდელი დუბლის ავტორმა.



წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
27 დეკემბერი 2017 20:58
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეხლა გინდ მოგიგია გინდ წაგიგია,სიტი ჩემპიონია და მეორე ადგილზე თუ დავღჩებით მშვენიერი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Svanchester
27 დეკემბერი 2017 20:59
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
ეს კარგად ათამაშდა მინიმუმ ესე უნდა გააგრძელოს.
0
№3
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2017 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
საოცარ ფორმაშია და ძირითადში უნდა იყოს love
0
№4
ავტორი: LASHQARA
27 დეკემბერი 2017 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჯესი ძირითადის კაცია რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბოლო თამაშებში დაამტკიცა, სწრაფად აზროვნებს და ეგ მომწონს ამ ბიჭის love am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
27 დეკემბერი 2017 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტს მარა ამ ეტაპზე კარგ ფორმაშია და უნდა იყოს ძირითადში
0
№6
ავტორი: PaLoMo
27 დეკემბერი 2017 21:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: LASHQARA
ჯესი ძირითადის კაცია რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბოლო თამაშებში დაამტკიცა, სწრაფად აზროვნებს და ეგ მომწონს ამ ბიჭის love am

yvelaze metad aman daufasa jozes ndoba
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: The Special One
27 დეკემბერი 2017 22:16
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რა ლინგარდი ხო არ ღადაობთ ?;დ ეს არის სუფთა ზამენა და კრისტალ პალასებთან რო უნდა შეუშვა,დაჟე იანგი მირჩევნია ამას ფლანგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: gache1991
27 დეკემბერი 2017 23:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
85 მილიონად ლივერპულმა Vანდეიკი დაადასტურა..დავიწყოთ ჩვენც გრიზმანი რო მალევე შემოგვიერთდეს...
0
№9
ავტორი: Manuille
28 დეკემბერი 2017 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
წელს ასე თუ გავაგრძელეთ პრემიერლიგაში მეორე ადგილი და ლიგაზე ნახევარფინალი იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი ( ლიგის მოგება ცოტა არარეალურია მგონი არვართ მზად საერთოდ)
0
№10
ავტორი: bziki
28 დეკემბერი 2017 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მაგარი კაიფია ლუკაკუს ფასი გადაიხადა ლივერმა დეიკში:D:D:D:D:D:D:D:D
რაღაზეა ლაპარაკი
პოგბას ფასზე ღადაობდნენ:) პოგბას ფასი ეხლა ალბათ 300 მილიონია:) აი იგუაინის ფასი რა არი? ან დეიკის რა იქნება 2-3 წელში:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top