ბოლო დროინდელ სიახლეებზე დაყრდნობით, "იუნაიტედის" ბელგიელ ნახევარმცველ მარუან ფელაინის, ახალი კონტრაქტის პირობები არ აკმაყოფილებს და შესაბამისად კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. მის შესაძენად რამოდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება. აღნიშნულ სიტუაციაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია მოაწერს თუ არა ახალ ხელშეკრულებას ხელს.
"მე არ ვიცი რა მოხდება. მომავალთან დაკავშირებული გეგმები მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ "იუნაიტედს" ჩემი დახმარება აღარ დაჭირდება, ისინი ამის შესახებ აუცილებლად მაცნობებენ. მე მათგან მივიღე შემოთავაზებები და ალბათ მსგავსი შემოთავაზებები კიდევ გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი მოვწერ თუ არა ახალ კონტრაქტს ხელს. მსგავსი გადაწყვეტილებების ნაადრევად მიღება დაუშვებელია.
ჩვენ ახალი კონტრაქტის შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელთანაც ვისაუბრეთ. მწვრთნელი არის ის პიროვენება, ვინც ფეხბურთელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ცემს და გაგებით ეკიდება".- განაცხადა ფელაინიმ ბელგიური გამოცემა HUMO- ის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში.