თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2017, 12:43
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1195,
კომენტარები: 9
მოურინიო: "ბარნლს" ევრო ზონისთვის ბრძოლა შეუძლია"
მოურინიო მოახლოვებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
მოურინიო:
დღეს პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართება, "იუნაიტედი" საკუთარ შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული შეხვედრა 26 დეკემბერს, ჩვენი დროით 19:00-საათზე დაიწყება. ტრადიციულად მოურინიომ მოახლოვებულ მეტოქეზე ისაუბრა, მისი განცხადებით "ბარნლს" შეუძლია იბრძოლოს ევრო ზონისთვის.

პრემიერ ლიგის ნახევარ სეზონში "ბარნლიმ" უკვე 32 ქულა დაგროვა 8-ით ნაკლები (40ქ) ვიდრე ეს მთლიანად გასული სეზონში. შონ დაიჩის ბიჭები ამ დროისთვის ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფებიან, მათსა და მე-4 ადგილოსან "ლივერპულს" შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 3-ს შეადგენს.

მოურინიოს განცხადებით, "ბარნლიმ" ამ შედეგით მასზე შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხა და მათზე საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს: "ისინი დიდებულ ფორმაში იმყოფებიან, თუ მათი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში დარჩენა იყო, მათ ეს უკვე მოახერხეს. თუ მათი მიზანი სეზონის დასრულება 10-ულშია მაშინ ვფიქრობ ისინი ამას შეძლებენ, მაგრამ ვფიქრობ მათ გაცილიებით მეტის გაკეთებაც შეუძლიათ, ვგულისხმობ ევრო ზონას. ამიტომ ვფიქრობ მათთან იოლი თამაში არ გველის."

"ბარნლიმ" მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის 19 შეხვედრაში 15 გოლი გაუშვა, ისინი ამ მაჩვენებლით, მხოლოდ "მანჩესტერ სიტის", მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" ჩამორჩებიან.

ჟოზემ დაამატა: "მათ წინა ტურში 3 გოლი გაუშვეს, მაგრამ მათ მანამდე საოცარი სერია ჰქონდათ, ისინი თავს კარაგდ იცავენ. ყველამ იცის თუ როგორი სათამაშო სტილით თამაშობენ ისინი, ამიტომ მათგან გახსნილ თამაშს არ ველი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პრაგმატულ თამაშზე, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ისინი ძალაინ სახიფათონი არიან სტანდარტულების დროს. შონ დაიჩი უკვე მრავალი წელია, რაც "ბარნლს" უდგას სათავაეში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მასზა და ფეხბურთელებს შორის მოხდა იდენთიფიკაცია, შედეგი სახეზეა ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან."

წყარო:manutd.one
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: kaxeti
26 დეკემბერი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
7 საათზე იწყება ჩვენი ნერვების ტ ყვნა!
0
№2
ავტორი: Svanchester
26 დეკემბერი 2017 13:30
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რა შეუძლია ბარნლს და რა არა არ ვიცი მაგრამ სანამ ჩელსი მოგვაჯდა მეორე ადგილზე თამაშები მოსაგებია. დღეს სამ ქულას ველოდები
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2017 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი მწვრთნელია დაიჩი, ბარნლი ძველ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს და ასეთი სტილის გუნდები პრაქტიკულად აღარაა პრემიერ ლიგაში, სტოკი და უესტ ბრომი შეიძლება ჩაითვალოს ასეთებად კიდე
0
№4
ავტორი: manubro
26 დეკემბერი 2017 14:08
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: kaxeti
7 საათზე იწყება ჩვენი ნერვების ტ ყვნა!

ეგ უნდა მეთქვა :D დამასწარი...


წინასწარ შეგვამზადა რო სვარკა თამაში იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№5
ავტორი: stepno
26 დეკემბერი 2017 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა გაიტანონ ეხლა ერთი გოლი მერე ჩადგნენ დაცვაში და 93-ზე გაუშვან ხოო???
0
№6
ავტორი: gache1991
26 დეკემბერი 2017 14:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Aრამგონია თავი შეგვაკლას Bარნლიმ.მაგათმა რაც Qნეს აქამდე ისიც ბევრი Iყო,ძაან აიჭრენ ტოტენჰემთან.ლესტერთან ტAმაშის მერე ისე შეუნთებდა რო ჭKუაზე მოვიდოდნენ
0
№7
ავტორი: Phil Jones
26 დეკემბერი 2017 15:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
არ იქნება სვარკა იოლად მოიგებენ დღეს ნახავთ, მაგრამ დიდი რესპეკტი ბარნლის, უმაგრესი პროეკტია და მაგარი მწვრთნელი ყავთ, იმის ფონზე რასაც წარმოადგენს და რისი საშუალებაც აქვთ უმაღლეს ადგილებზეა ბოლო წლებში და ყოჩაღ ამათ.
ასევე ბორმუთია მაგარი პროექტი მიუხედავად იმისა რომ წელს მაგათი თამაში ვერ დავსვი და მაგ მხრივ მეზიზღება :))
0
№8
ავტორი: kobinio
26 დეკემბერი 2017 15:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Amis prochis lokvas sazgvari xo agaraaq.gaamzada niadagi morigi chajmistvis.
0
№9
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სახეს გავაძრობთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top