თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2017, 11:48
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1981,
კომენტარები: 8
The Daily Mail: "მანჩესტერი" "ბორდოსთან" მოლაპარაკებებს დაიწყებს"
"წითელი ეშმაკები" ბრაზილიელზე სერიოზულად ფიქრობენ.
The Daily Mail:
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები "ბორდოსთან" მალკომთან დაკავშირებით. მისი შეძენის მთავარი ინიციატორი ჟოზე მოურინიოა. მისი აზრით 20 წლის შემტევი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია და მზადაა მის შესაძენათ, იტყობინება ინგლისური წყარო.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ინგლისური გრანდი ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერს ფრანგულ მხარესთან მომდევნო თვეში განიხილავს, შეთანხმების შემთხევავში მალკომი ნახევარ წლიანი იჯარით ლიგა 1-ის ბინადრებში დარჩება, ხოლო "იუნაიტედს" ზაფხულში შეუერთდება.

ფრანგებს მალკომის სანაცვლოთ, 50 მილიონი ფუნტის მიღება სურთ, მაგრამ ინგლისელებს ბრაზილიელის გაფორმება 33 მილიონი ფუნტის სანაცვლოთ სურთ და იმედოვნებენ, რომ "ბორდოსთან" შეთანხმებას ადვილად მიაღწევენ. გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა", მისი ყიდვით აქტიურადაა დაინტერესებული ლონდონის "არსენალი".

მალკომი "ბორდოს", ბრაზილიური "კოენთაირსიდან" 2016 წელს 5 მილიონი ევროს სანაცვლოთ შეუერთდა, ამ სეზონში 20 წლის ვინგერმა ლიგა 1-ის, 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.



წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2017 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლიანობაში კარგი ფეხბურთელია, რამდენჯერმე ვუყურე და ფრაგმენტებიც ვნახე და ჩემი აზრით სუსტი წერტილი რაც აქ მარჯვენა ფეხით თამაშია, მარჯვენა ვინგერია და ძირითადად მარცხენა ფეხით უწევს თამაში, ცაციაა და მარჯვენას ვერ იყენებს, ისეთ სიტუაციაში სადაც მარჯვენათი ოდნავ მიგორება და სახიფათო მომენტი იქმნება, ისევ მარცხენაზე გადააქვს და აღარ გამოსდის ხეირიანად თამაში, ეს აკლია დღევანდელი ფორმაციის მანჩესტერს რო არ შეუძლია ორივე ფეხით თამაში თითქმის არცერთ შემტევ ფეხბურთელს, გასაგებია თანაბრად ვერ გამოიყენებ ორივე ფეხს, თუმცა კარგ ფეხბურთელს უნდა შეეძლოს არა მუშა ფეხითაც თამაში, ნუ თუ არიენ რობენი არახარ და მარცხენა ფეხი ორივეს არ უდრის, ამიტო ამ მხრივ დავიწუნებდი, თუმცა შეუძლია განვითარება და მთლიანობაში მართლა კარგი ვინგერია, რაც მანჩესტერს აშკარად ჭირდება. ეს მხოლოდ ჩემი აზრია სხვა არაფერი
0
№2
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
არაა ცუდი ვარიანტი
0
№3
ავტორი: Svanchester
26 დეკემბერი 2017 13:28
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
იყიდეთ რაა ვინმე ჩამოყალიბებული შემტევი, რა დროს ექსპერიმენტებია, ან გაამართლებს ან არა, მარჯვენა ფეხით უჭირს, ახალგაზრდა შემტევები არიან გუნდში, ვინმე ლიდერის ხასიათი არ გვაწყენდა გუნდში კიდევ..იბრა წავა სავარაუდოდ..
0
№4
ავტორი: JuanMata
26 დეკემბერი 2017 13:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კაი ბიჭი ჩანს, მომენტებით რთულია რამე დასკვნა გააკეთო, მაგრამ ეტყობა, რომ თამაშს კარგად კითხულობს და საჭირო პასებს აკეთებს. ზამთარშივე თუ ვიყიდეთ, კარგი იქნება.
0
№5
ავტორი: stepno
26 დეკემბერი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგი იქნება
0
№6
ავტორი: dybbuk
26 დეკემბერი 2017 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რა ფასები ადევთ ვიღაც ლაწირაკ ახალ გამოჩეკილ ფეხბურთელებს, იმინა საგიჟეთია
0
№7
ავტორი: PaLoMo
26 დეკემბერი 2017 14:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svanski
იყიდეთ რაა ვინმე ჩამოყალიბებული შემტევი, რა დროს ექსპერიმენტებია, ან გაამართლებს ან არა, მარჯვენა ფეხით უჭირს, ახალგაზრდა შემტევები არიან გუნდში, ვინმე ლიდერის ხასიათი არ გვაწყენდა გუნდში კიდევ..იბრა წავა სავარაუდოდ..

wilianinkargi varianti iqneboda.

magram arc es aris urigooo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Phil Jones
26 დეკემბერი 2017 15:01
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
წინაზე დავწერე რომ არ ვიცი ეს ფეხბურთელი და სამხრეთამერიკელების ყიდვა გარკვეული რისკია აქ ვან გაალს ვეთანხები. შეიძლება უმაგრესია ვინმეა არ ვიცი ეს სკაუტებისთვის მიმინდია, მაგრამ ფაქტია რომ გვჭირდება ვინმე ტალანტები გუნდში თან უმაგრესი ტალანტებია მოსაყვანი მომავალი მესი და რონალდოები რა გახდა მოძებნონ და გადაიხადონ დიდი ფული, სიტი რომ სიტია ის პოულობს ტალანტებს ბოლო დროს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top