თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2017, 21:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1279,
კომენტარები: 6
ზლატანის საჩუქრები ბავშვებს
იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერელი პატარები მოინახულა.
ზლატანის საჩუქრები ბავშვებს
"იუნაიტედის" შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მოედანს არცთუ ისე დიდი ხანია რაც დაუბრუნდა მძიმე ტრავმის შემდეგ, განაგრძობს საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას.

წითლების ფორვარდმა, ბავშვების მონახულება და მათი საშობაო საჩუქრებით დასაჩუქრება გადაწყვიტა. ზლატანმა კლუბის პარტნიორი ფონდის სკოლა მოინახულა და მოზარდებს საჩუქრებიც გადასცა. მისი სკოლაში მისვლა, ნამდვილად აღფრთოვანების მომგვრელი აღმოჩნდა პატარებისთვის. რომლებმაც ფეხბურთელის მისვლის შესახებ არაფერი იცოდნენ და ეს სიურპრიზი აღმოჩნდა მათთვის.

იბრაჰიმოვიჩმა თითოეულ მათგანს, ცნობილი ვიდეოთამაშის FIFA 18, "იუნაიტედის" მაისურები საკუთარი ავტოგრაფით და კეპკიანი ქუდები დაურიგა.

შეგახსენებთ, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ტრავმის შემდეგ გაიტანა ინგლისის ლიგის გათამაშებაში "ბრისტოლის" წინააღმდეგ. თუმცა "იუნაიტედისთვის" ეს გოლი წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა, რადგან წითლები შეხვედრაში ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ და აღნიშნულ ტურნირს გამოეთიშნენ.





წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2017 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol zlatanishe❤️
0
№2
ავტორი: Svanchester
25 დეკემბერი 2017 21:42
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ტეხავს ასეთი ხალხი რო ბერდება..
1
№3
ავტორი: The Special One
25 დეკემბერი 2017 21:43
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ცუდია რომ სიბერე ზლატანდება :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: zlatan ibrakadabra
25 დეკემბერი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
დიადი ზკატანიიიიი
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2017 00:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმ ბავშვმა რა სახე მიიღო :D
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
26 დეკემბერი 2017 10:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ასეთ ვიდეოებს ემოციების გარეშე ვერ უყურებ რა. ძალიან დიდი საქმე კეთდება ასეთი შეხვედრებით.ბავშვების ცხოვრება მომენტალურად იცვლება, თან საშობაოდ ვაფშე მაგარია.ტიპებს ზღაპარში ეგონათ თავი.რისპექტ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top