როგორც ჩანს, "იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველის მარუან ფელაინის მანჩესტერული კარიერა დასასრულს უახლოვდება. მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ფელაინი დარწმუნებულია, რომ კლუბს გამოიცვლის. მას ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებას მოწმობს ის ფაქტი, რომ მარუანმა წითლების მიერ შემოთვაზებულ ახალ კონტრაქტზე ხელი არ მოაწერა. იანვარში ფელაინი სხვა კლუბებიდან შემოთავაზებულ პირობებს განიხილავს.- იუწყება ცნობილი გამოცემა Daily Express
ამ მომენტისთვის, ბელგიელი წითელი ეშმაკების ლაზარეთში იმყოფება. შეგახსენებთ მას მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს. მას ეს ტრავმა, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებიდან განუვითარდა.
ცნობისთვის, წლევანდელი სეზონში, პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩებიდან მარუანის ანგარიშზე სამი გოლი ირიცხება. ფეხბურთელი "იუნაიტედმა" ინგლისური "ევერტონიდან" 2013 წელს შეიძინა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ბელგიელს წითლების მიერ შემოთავაზებული ახალი ხელშეკრულების პირობები არ აკმაყოფილებს.
წყარო: euro-football.ru
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.