თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2017, 12:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2070,
კომენტარები: 6
Boxing Day-ს ისტორია
Boxing Day-ს ისტორია.
Boxing Day-ს ისტორია
თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, რომ საშობაო დღესასწაულზე ინგლისში ე.წ. Boxing Day დგება, როცა ყველა საჩუქარს სჩუქნის ერთმანეთს. ამ დღესასწაულის წარმოშობის ვერსია მრავალგვარია, მაგრამ უცნობია, თუ საიდან მოდის ეს ტრადიცია. ვიღაც თვლის, რომ შუა საუკუნეებში მდიდრები თავიანთ მსახურებს ასაჩუქრებდნენ და ტრადიცია გავრცელდა, ვიღაცას კი მიაჩნია, რომ იგივე მდიდრები და არისტოკრატები ყუთების საშუალებით ეკლესიაში ტკბილეულებს ეზიდებოდნენ და ღარიბებს ეხმარებოდნენ. არსებობს საკმაოდ სენტიმენტალური ვერსიაც: ღარიბი ოჯახები, რომელთაც საჩუქრის ყიდვა არ შეეძლოთ ნაძვის ხის ქვეშ ცარიელ ყუთებს დგამდნენ და მათ გახსნას არ ჩქარობდნენ, რათა დღესასწაულის დადგომამდე ხასიათი არ გაეფუჭებინათ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი თითქოს ინგლისში მიღებული იყო 26 დეკემბერს კრივის ჩატარება. ამგვარი ვერსიები კიდევ 2-3 არსებობს.

ყუთში ჩადებული საჩუქრების გარდა ინგლისში სპორტულ სანახაობასაც სჩუქნიდნენ.

ითვლება, რომ პირველი სპორტული Boxing Day 1860 წელს შედგა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ტრადიციად ქცეული. იმ წელს, დეკემბრის ბოლოს "სენდიგეით როუდზე" ინგლისის ორი უძველესი კლუბი ხვდებოდა ერთმანეთს - "ჰალი" და "შეფილდი". მიუხედავად იმისა, რომ "შეფილდს" მოედანზე ნაკლები ფეხბურთელი ჰყავდა, 2-0 გამარჯვება არ გასჭირვებია. იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ შექმნილიყო ინგლისის ერთიანი ჩემპიონატი და "შეფილდს" დღესასწაულებზე საკუთარ თავთან თამაში უხდებოდა (პირდაპირი მნიშვნელობით). გუნდის ფეხბურთელები ორ გუნდად იყოფოდნენ გვარის ასობგერის, ოჯახური მდგომარეობისა და სხვა ნიშნის მიხედვით.

1889 წელს "შეფილდის" უშუალო დამსახურებით შეიქმნა პირველი საფეხბურთო ინგლისური ლიგა - საფეხბურთო ალიანსი. საფეხბურთო ალიანსის პირველი სეზონი 22 თამაშს მოიცავდა და სეზონის ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა სწორედ დეკემბრის თვეში "პრესტონ ნორტ ენდსა" და "დერბი ქაუნთის" შორის შედგა. პრესტონის საფეხბურთო გუნდს მაშინ ზედმეტსახელად "დაუმარცხებლები" ერქვა და "დერბი ქაუნთი" საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დამარცხდა, ხოლო "პრესტონ ნორტ ენდი" უახლოესი მდევრისგან, "ასტონ ვილასგან" 9 ქულით გაიჭრა წინ სეზონის დასრულებამდე 5 თამაშით ადრე. მას შემდეგ საფეხბურთო Boxing Day-ს ტრადიცია საბოლოოდ გამყარდა.

1950 წლის დადგომამდე 25-26 დეკემბერს სპარინგ მატჩები ტარდებოდა. თუმცა შემდეგ პროფესიონალი ფეხბურთელების მოთხოვნით ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 25 დეკემბერს მატჩების ჩატარება აკრძალა, რათა მოთამაშეებისთვის გადატვირთული გრაფიკის გამო დასვენების საშუალება მიეცა.

ყველაზე დასამახსოვრებელი Boxing Day 1963 წელს შედგა. 39 მატჩში დაუჯერებელი შედეგიანობა დაფიქსირდა - გუნდებმა საერთო ჯამში 157 გოლი გაიტანეს. პირველ 10 შეხვედრაში 66 გოლი გავიდა. გრემ ლეგატის "ფულჰემმა" "იპსვიჩ თაუნი" 10:1 გაანადგურა, ამასთან ერთად როჯერ ჰანტის "ლივერპულმა" "ენფილდზე" "სტოკისგან" ქვა-ქვაზე არ დატოვა - 6:1. "ბარნლის" ფეხბურთელმა, ენდი ლოქჰედმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში პოკერი გაიფორმა და საბოლოოდ "იუნაიტედი" 6:1 დამარცხდა. ფრედი პიკერინმა და ენდი მაკევოიმ თავიანთი ჰეთ-ტრიკებით ჩემპიონატის ლიდერს, "ბლექბერნ როვერსს" "აპტონ პარკზე" "ვესტ ჰემის" განადგურებაში შეუწყვეს ხელი - 8:2.

უფრო გასაოცარი იყო ის, რომ ორი დღით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლის" კარში "ოლდ ტრაფორდზე" 5 გოლი გაიტანა. "იპსვიჩ თაუნმა" "ფულჰემი" 4:2 დაამარცხა, ხოლო "ვესტ ჰემმა" "ივუდ პარკზე" "ბლექბერნ როვერსს" 3-1 სძლია.

საფეხბურთო ბატალიის გარდა Boxing Day-ზე მიღებული იყო დოღის, კრიკეტის, რაგბისა და ინგლისში სხვა პოპულარული სპორტის სახებოების ჩატარება. თუმცა საყოვლეთაო ყურადღება იმ დღეს სწორედ ფეხბურთს ექცეოდა. რა თქმა უნდა, 157 მატჩი, გაფიქრებაც კი გზარავს! ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 1963 წელმა სადღესასწაულო დღეებზე საფეხბურთო მატჩების პოპულარიზაციას დიდი ბიძგი მისცა.

ჩვეულებრივ Boxing Day-ზე პრემიერ ლიგის მე-19 ტური ტარდება, რაც თავის მხრივ სეზონის პირველი ნაწილის დასრულებას აღნიშნავს. როგორც წესი, ამ დღეს ინგლისის ყველაზე ძლიერი კლუბების მატჩები ტარდება. ეს ყველაფერი კი "ნისლიანი ალბიონის" გულშემატკივრებში ფეხბურთისადმი სიყვარულს ზრდის. და საეჭვოა, რომ ამ ტრადიციამ ელფერი დაკარგოს, რადგან Boxing Day პრემიერ ლიგის გულშემატკივრებისთვის სწორედ ნაძვის ხის ქვეშ დადებულ საჩუქარს ჰგავს.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: dzia_David
25 დეკემბერი 2017 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
RojoDiablo გაიხარე, ძაან კარგი სტატიაა. 6 იანვარს ბარნლთან რევანში გვქონია ასაღები :D :D :D
0
№2
ავტორი: gache1991
25 დეკემბერი 2017 12:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Kargi statiaa madloba avtors..samwuxarod chemtvis lestertan prem boxindeimac da shemdegma tamashebmac romlebic axloaxlos gviwevs imedi damikarga sitize dawevis...Arda yvelaze metad magas velodebodi
0
№3
ავტორი: Mtiulo
25 დეკემბერი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
დარწმუნებული ვარ დაჯერა რო ყველა თამაშს მოვიგებთ.
შეცდამის უფლება აღარ გვაქ.
ჩემი საუკეთესო საჩუქარი სიტის ქცენზურაბის დაკარგვა იქნება საახალწლოდ.იმედუა ასრულდება.
0
№4
ავტორი: Svanchester
25 დეკემბერი 2017 14:41
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
თავისი საფეხბურთო ტრადიციებით ინგლისი ნამდვილად ულამაზეს სანახაობას ქმნის, მეცინება ხოლმე ლა ლიგას პრემიერ ლიგას რო ადარებენ.
0
№5
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Vgizdebi am periodze:))
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 დეკემბერი 2017 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საშობაო პერიოდს ფეხბურთი უხდება გულშემატკივრისთვის, მაგრამ არამგონია ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის მთლად კომფორტული იყოს, თუმცა მართლა ლამაზი ტრადიციაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top