წითელი ეშმაკები სასურველ ნახევარმცველს ეძებენ. არიან კანდიდატები, რომელთა შეძენასაც ისინი აპირებენ. ხოლო "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მორიგი სამიზნე "დორტმუნდის" ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩია.
პულიშიჩი წარმოშობით ხორვატიიდან არის, თუმცა ის დაბადებული და გაზრდილი ამერიკაშია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ერთ-ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება მთელ ევროპაში.
19- წლის ტალანტით ასევე ინტერესდებიან "მიუნხენის ბაიერნი" და ინგლისური "ლივერპული", როგორც ჩანს მათ რიცხვს "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეემატა. მოგეხსენებათ, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, კრისტიანი უკვე იცავს ამერიკის ნაკრების ღირსებას იცავს, ხოლო "დორტმუნდში" ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება.
ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში, "დორტმუნდის" რიგებში ჩატარებული მატჩებიდან, კრისტიანის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. წარმოშობით ხორვატი ფეხბურთელი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია.