წითელი ეშმაკები მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ. ჟოზე მოურინიო როგორც ჩანს, გუნდის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს და მის ინტერესთა სფეროში, ისეთი ფეხბურთელი მოყვა როგორიც ლონდონის "ჩელსის" წამყვანი ლიდერი ბელგიელი ედენ აზარია.
წითლები მზად არიან, ფეხბურთელში სოლიდური თანხა გაიღონ, თუმცა რაც შეეხება აზარს, მეორე საკითხია შეელევა თუ არა ანტონიო კონტე მისი გუნდის წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვას.
"იუნაიტედის" მესვეურებს სურთ ფეხბურთელი სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაიფორმონ. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს, ეს კი ის თანხაა რომელზეც უარს ვერცერთი კლუბი ვერ იტყოდა.- იუწყება The Sun
გავრცელებული ჭორების თანახმად, ფეხბურთელის შეძენა კიდევ ერთ გრანდს "მადრიდის რეალს" სურს. ფლორენტინო პერესის ინტერესთა სფეროში აზარი დიდი ხანია უკვე მოქცეულია, თუმცა ეს ტრანსფერი დღემდე ვერ განხორციელებულა, როგორც ირკვევა მადრიდელებს კონკურენციის გაწევა "იუნაიტედზე" მოუწევს.
მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული მატჩებიდან, აზარის ანგფარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ აზარი ლონდონელებს 2012 წელს ფრანგული "ლილიდან" შეუერთდა.