თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2017, 21:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 10
ლინგარდი: "ნებისმიერ სხვა სეზონში 41 ქულით ლიდერები ვიქნებოდით"
ჯესი ლინგარდი "იუნაიტედის" მეორე ადგილს მიმდინარე სეზონში უიღბლობას აბრალის.
ლინგარდი:
პრემიერ ლიგის მე-18 ტურში, ისევე როგორც წინა ტურის მსგავსად სიტუაცია უცვლელია, "სიტი" ცხრილს დამაჯერებლად 52 ქულით ლიდერობს, ხოლო მის მდევარ "იუნაიტედს" 41 ქულით მყარად მეორე ადგილი უკავია, მათ შორის სხვაობა კი არცთუ ისე მცირეა და 11 ქულას შეადგენს.

აღნიშნულ სიტუაციაზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, წითლების ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯესი ლინგარდმა ისაუბრა. მისი აზრით ნებისმიერ სხვა სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედი" 41 ქულით ცხრილის სათავეში იქნებოდა.

"ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სხვა რომელიმე სეზონში, 18 ტურის შემდეგ 41 ქულიანი მონაგარით "იუნაიტედი" ცხრილის სათავეში იქნებოდა. ამ ეტაპზე დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ, მაქსიმალურად ყველა დარჩენილ შეხვედრაში მივაღწიოთ წარმატებას და განვაგრძოთ წარმატებული სვლა, ხოლო სეზონის დასასრულს გამოჩნდება თუ რა შედეგებს დავდებთ.

ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ სეზონის ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ და ცხრილში მხოლოდ 3 ქულა ჩავიწეროთ თითოეული მატჩიდან. ჩვენ ხანდახან ვთამაშობდით ცუდად მაგრამ გავიმარჯვეთ, მომხდარა ისეც, რომ გვითამაშია კარგად და დავმარცხებულვართ. ეს ფეხბურთის ერთ-ერთი თვისებაა".-
ციტირებს კლუბის ოფიციალური პრეს-სამსახური ჯესი ლინგარდის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში ჯესი ლინგარდის ანგარიშზე, ყველა ტურნირზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში "იუნაიტედი" სტუმრად "ლესტერს" დაუპირისპირდება.




წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 დეკემბერი 2017 21:14
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რომ არა ცისფერების საუცხოო 18 ტური მართლა ლიდერები ვიქნებოდით.
0
№2
ავტორი: gache1991
18 დეკემბერი 2017 21:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Amas vambob erti tvea:))

Amas vambob erti tvea:))
0
№3
ავტორი: LASHQARA
18 დეკემბერი 2017 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს არ არის ჩვენი თამაში, გუნდმა უნდა ითამაშოს უფრო ლაღი შემტევი ფეხბურთი, რაც სიტის ამ სეზონში უკეთ გამოსდის, ესაა სიმართლე და რეალობა, სხვა დანარჩენი ილუზიაა და უაზრო ლაპარაკი, მეტი არაფერი, ეხლა უნდა იფიქროს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა, დირექტორმაც, როგორ გავაძლიეროთ გუნდი ტაქტიკურად თუ ტრანსფერებით, რომ ვიყოთ საუკეთესოები love am
1
№4
ავტორი: PaLoMo
18 დეკემბერი 2017 22:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: LASHQARA
ეს არ არის ჩვენი თამაში, გუნდმა უნდა ითამაშოს უფრო ლაღი შემტევი ფეხბურთი, რაც სიტის ამ სეზონში უკეთ გამოსდის, ესაა სიმართლე და რეალობა, სხვა დანარჩენი ილუზიაა და უაზრო ლაპარაკი, მეტი არაფერი, ეხლა უნდა იფიქროს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა, დირექტორმაც, როგორ გავაძლიეროთ გუნდი ტაქტიკურად თუ ტრანსფერებით, რომ ვიყოთ საუკეთესოები love am

sitis sxva taqtikis mwvrtneli yavs da chven sxva. sitym 300milionze meti daxarja da 6-7 kaci moiyvana gundshi da chven ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 დეკემბერი 2017 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტი ისეა გაქცეული მაგას ვეღარავინ ვეღარ გააჩერებს და ახლა მთავარია მეორე ადგილი შეინარჩუნონ
0
№6
ავტორი: JuanMata
18 დეკემბერი 2017 23:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
და მაინც ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ხალხი ძალიან ბევრი იქნებოდა wink
0
№7
ავტორი: Buk777
19 დეკემბერი 2017 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Martali xar amaze uaresi manchesteric minaxavs 19weli vgulshematkivrob am gunds da amaze uaresic minaxavs mshvenieri gundia da momaval wels uketesi iqneba sworat miyveba mau iset gunds daayenebs romelic shvidi ati weli isev iboboqrebs da mere ras ityvit vnaxav aq rom ilandzgebit
1
№8
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2017 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Egrea raa...ise Ra magar sezons atarebs jesi❤️
0
№9
ავტორი: Malboro463
19 დეკემბერი 2017 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
gvardiola chaiwyobs yv***shi xels da daelodeba jozes gazlierebas xom? an chelsi kide. siri mwvrtvnelis xelshi da uazro transferebt araferi ehveleba
0
№10
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2017 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოო მაგრამ ეხლა მე-2 რეზე ვართ და 11 ქულით გვისწრებს 1 ადგილი თან სიტიი :((( და თამაშითაც გაცილებით კარგად თამაშობენ სამწუხაროდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top