მოგეხსენებათ, ლუი ვან გაალის ხანა "მანჩესტერ იუნაიტედში" ნამდვილად არ იყო წარმატებებითა და ტიტულებით მოცული. შესაბამისად მწვრთნელი მალევე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან 2016 წელს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ჰოლანდიელი სპეციალისტი წარსულს და მის ყოფილ კლუბს შეეხო და აღნიშნა, რომ წითლების მიმართ შურისძიების გრძნობით არის განსჭვალული.
"ჩემს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის რომელიმე კლუბთან მუშაობა და საკლუბო კარიერის განახლება, თუმცა გეტყვით, რომ თუ რომელიმე ინგლისურ ტოპ- კლუბმა შემოთავაზება გამიკეთა, მე მას აუცილებლად დავთანხმდები, რადგან მსურს "მანჩესტერ იუნაიტედზე" შური ვიძიო".- განაცხადა ლუი ვან გაალმა.