მილანის "ინტერი" მხითარიანის შეძენის სურვლს კვლავ გამოთქვამს, ხოლო ამის შესახებ უკვე მიმართა ფეხბურთელის აგენტს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუმცა დეტალები არ საჯაროვდება.
როგორც Corriere dello Sport- იუწყება, იტალიური კლუბის წარმომადგენლები, მოლაპარაკებებს ფეხბურთელის აგენტთან მინო რაიოლასთან მართავენ. სატრანსფერო ფასზე კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ხელშეკრულება გაფორმდება. შესაძლოა ეს იყოს არენდის სახით გაკეთებული ხელშეკრულება, ან მეორე ვარიანტიც განიხილება, ფეხბურთელის სრულად შეძენა.
ცნობისთვის, მხითარიანმა უკვე დაკარგა ძირითად შემადგენლობაში "იუნაიტედის" რიგებში ადგილი. ფეხბურთელის სათამაშო ფორმით, წითლების პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო გამოთქვამს უკმაყოფილებას, ხოლო თავის მხრივ, სომეხ ფეხბურთელსაც სურს მეტი სათამაშო დროის მეღება, რაც კიდევ უფრო ზრდის შანსს იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მხითარიანმა კლუბი დატოვოს.