ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, წითლების დამრიგებელი, გუნდის მარჯვენა მცველ ანტონიო ვალენსიასაც შეეხო, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი 66 წუთზე ცვლილების სახით დატოვა.
შესამჩნევი იყო ის, რომ ვალენსიამ უკანა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა იგრძნო, თუმცა რა სახის დაზიანებასთან აქვს ფეხბურთელს საქმე, ამის თქმა ამ ეტაპზე მოურინიოსაც არ შეუძლია.
"აღნიშნული ტრავმა დაღლილობისგან მოდის, მე მას დეკემბრის ტრავმას ვუწოდებ, ეს კუნთებიზ დაზიანებაა, ხოლო რამდენად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე ამას ვერ გეტყვით. ანტონიო გამოცდილი ფეხბურთელია, მას არ შეეძლო საკუთარი თავისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა, როგორც კი იგრძნო პრობლემა მან დაუყოვნებლივ ზომები მიიღო და თამაში შეწყვიტა".- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.
ცნობისთვის, ანტონიო ვალენსიამ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მოგვიანებით მიმართა და დაწერა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის: "ნუ ნერვიულობთ, მე კარგად ვარ, გმადლობთ მხარდაჭერისათვის, "იუნაიტედმა" გაიმარჯვა".
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.