"იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი წითლებს, წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება. როგორც ჩანს, მისი ტრავმა არც ისე მარტივი მოსარჩენი გამოდგა. ფელაინი გუნდს უკვე ზედიზედ რამდენიმე მატჩია ვერ ეხმარება.
მარუანმა ტრავმა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას მიიღო. დაახლოებით ერთი თვის წინ, ფელაინიმ "იუნაიტედის" რიგებში "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშა, მას შემდეგ როგორც ჩანს ტრავმა გართულდა. ამის შემდეგ იყო კიდევ სამი თამაში სადაც ბელგიელმა მონაწილეობა მიიღო, თუმცა ეს ყველაფერი ტრავმის გამწვავების ფასად დაუჯდა.
ახლა წითლების ნახევარმცველს სრული აღდგენა ესაჭიროება, ხოლო დრო რასაც სრული სარეაბილიტაციო კურსი მოითხოვს იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდება. ასე რომ შეიძლება ითქვას, 2017 წელს მარუანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.