მოგეხსენებათ 2016 წლის ზაფხულში "იუნაიტედმა" პოლ პოგბა ტურინის "იუვენტუსიდან" დიდი თანხის სანაცვლოდ დაიბრუნა. წითლების გარდა ფრანგის შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურდა, თუმცა პოგბამ მადრიდულ კლუბს თავისი ყოფილი კლუბი არჩია.
"გულახდილად, რომ გითხრათ მქონდა შემოთავაზება მადრიდის "რეალიდან". მე ვფიქრობდი წავსულიყავი მადრიდში თუ დავბრუნებულიყავი ჩემ ყოფილ გუნდში, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ხოლო ამ დროს მე ყოველთვის საკუთარ გულს ვუსმენ.
გულმა კი მიგრძნო და მითხრა, რომ "იუნაიტედში" უნდა გადავსულიყავი. ვერ ავხსნი ეს რატომ ვიგრძენი, თუმცა მე ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ, არასდროს ვნანობ ჩემ არჩევანს".- ციტირებს Goal ფრანგის სიტყვებს.