ლივერპულში არსებობდა ასეთი ბანერი რომელზეც ეწერა: "Au revoir Cantona & Man Utd, come back when you've won 18." ეს იმას ნიშნავდა რომ სკაუზერები ემშვიდობებოდნენ კანტონასა და მანჩესტერს და ეუბნებოდნენ როდესაც ექნებოდათ 18 ტიტული მაშინ დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ გავიდა საკმაო ხანი, ეს მანკუნიანელებს გულში ჰქონდათ ჩარჩენილი რა თქმა უნდა. ისინი აღწევდნენ წარმატებას, ასპარეზობდნენ უმაღლეს დონეზე, თუმცა ეს გამონათქვამი არ აძლევდა მოსვენებას სერ ალექს. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია როცა ალექს ფერგიუსონი მოვიდა გუნდის სათავეში მისი მიზანი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოფილიყო ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და დაემხო ლივერპულის რეკორდი. გავიდა წლები და 2009 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიპოვა მე-18 ტიტული. ხოლო სერ ალექსმა მე-11. დიდი დრო იყო გასული ზემოთ აღნიშნული ბანერის შექმნიდან, თუმცა მანკუნიანელებს ეს კიდევ გულში ქონდათ და მოვიდა დღე როდესაც პასუხი უნდა გაცემულიყო ამ ბანერისთვის.
ეს ბანერი "მანკუნიანელებმა" ენფილდზე გამოფინეს, სადაც წერია "თქვენ ერთხელ თქვით, დაბრუნდით როცა გექენბათ 18... ჩვენ დავბრუნდით !"
და აი ეს ბანერი რომელიც 2010/2011 წლების სეზონების 36 ტურის მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედმა დაამარცხა ლონდონის ჩელსი და გაიფორმა ინგლისის მე-19 ტიტული, თამაშის ბოლოს კი ყველას ეკრანზე გაჩნდა სწორედ ეს წარწერა. ამ ბანერზე კი უკვე ყველამ კარგად იცით, ეს იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფანები "შესძახიან" ლივეპრულის ფანებს, ეუბნებიან რომ იუნაიტედს აქვს ლივერპულზე მეტი ტიტული, მათ დაამხეს რეკორდი.