MUTV- სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" მცველ ერიკ ბაილიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამედიცინო შტაბმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კოტ'დივუარელს ოპერაცია ჩაუტარდება, ხოლო ის გუნდს რამოდენიმე თვე გამოაკლდება.
"ბაილი ოპერაციას გაიკეთებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიღებულია. მე არ ვიძახი, რომ მისთვის სეზონი უკვე დასრულებულია თუმცა გეტყვით, რომ ერთი ან ორი თვის განმავლობაში ის არ იქნება. ეს ზუსტად ვიცი.
თუმცა ჩვენ დაგვიბრუნდა ფილ ჯონსი, გვყავს კრის სმოლინგი და ასევე დეილი ბლინდი ასე, რომ შეგვიძლია დანაკლისის დაფარვა, თუმცა უსიტყვოა, რომ ბაილი გუნდს ძალიან დააკლდება.
ჟოზემ ასევე უპასუხა "ვესტ ბრომვიჩთან" გასამართ შეხვედრამდე დასმულ კითხვას კითხვას რომელიც მისი გუნდის მდგომარეობას შეეხებოდა.
"სიტუაცია არ შეცვლილა, პოგბა დისკვალიფიცირებულია, ტრავმირებული ფეხბურთელები ისევ არ გამოჯამრთელებულან, აქედან გამომდინარე რაიმე ახლის თქმა და დამატება არ შემიძლია".- განაცხადა დასასრულს პორტუგალიელმა.
წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.