თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2017, 20:17
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1578,
კომენტარები: 8
მოურინიო: "ბაილის ტრავმა სერიოზულია"
გულშემატკივრების სამწუხაროდ "წითლების" მცველ ერიკ ბაილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ განმარტა თუ რატომ ვერ ეხმარება ამ ხნის განმავლობაში გუნდს კოტ'დივუარელი ფეხბურთელი ერიც ბაილი და განაცხადა რომ მისი ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ბაილის ტრავმა ტერფის არეში აღმოაჩნდა მას შემდეგ რაც ეროვნული ნაკრების რიგებიდან დაბრუნდა, ხოლო საკითხი უკვე შემდეგნაირია იუნაიტედის ლაზარეთში არკვევენ არის თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა.

"ვფიქრობ, რომ მისი ტრავმა სერიოზულია. ნამდვილად არ ვიცი, რა დრო დაჭირდება ამ ტრავმის მოშუშებას. შეგახსენებთ, რომ ეს ტრავმა მან ეროვნულ ნაკრებში მიიღო, ამ ეტაპზე გვსურს, რომ მას ტრავმაზე მკურნალობა კონსერვატიული მეთოდებით ჩაუტარდეს. თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ესეიგი საქმე უფრო რთულადაა და ოპერაცია გახდება საჭირო, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მისი ტრავმის სირთულე? მე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ექიმი არ ვარ, მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ ამ საკითხზე ამომწურავი პასუხების გაცემა. მე არ ვაპირებ არაფრის დამალვას, უბრალოდ ამ საკითხზე საუბარი არ შემიძლია.

დასრულდა თუ არა სეზონი ბაილისთვის ვერ გეტყვით, მე არ შემიძლია ვიყო პესიმისტი. ამას ექიმები გადაწყვეტენ. ჩვენ მისი ჩანაცვლება შეგვიძლია, დღეს სმოლინგმა და ჯონსმა ითამაშეს, ხოლო სათადარიგო სკამზე კიდევ ორი მცველი დეილი ბლინდი და ვიქტორ ლინდელოფი არიან. როხომ ტრავმა მიიღო თუმცა სერიოზული არაფერია.

სეზონს რაც შეეხება, ჩვენ პრობლემები გვქონდა ცენტრალურ მცველებთან დაკავშირებით. გუნდში ყოველთვის არის 4-5 ფეხბურთელი აღნიშნულ პოზიციაზე სათამაშოდ, კრის სმოლინგი უკვე ზედიზედ რამოდენიმე მატჩია კარგად გამოიყურება, აქედან გამომდინარე საპრობლემო ამ ეტაპზე არაფერია".-
ციტირებს ჟოზეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ საიტი.



წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
14 დეკემბერი 2017 20:20
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
დიდი დანაკლისია, იმედია ღირსეულად ჩაანაცვლებენ
0
№2
ავტორი: PaLoMo
14 დეკემბერი 2017 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svanski
დიდი დანაკლისია, იმედია ღირსეულად ჩაანაცვლებენ

kinis kargad dabrunda ariyo cudi bormuttan.lindelofic ar gamoiyireba cudad ase rom cota shegavatia.vabshe ra chirs ra daemarta an sad daimtvra?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
14 დეკემბერი 2017 21:11
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
ციტატა: O Neil
ციტატა: Svanski
დიდი დანაკლისია, იმედია ღირსეულად ჩაანაცვლებენ

kinis kargad dabrunda ariyo cudi bormuttan.lindelofic ar gamoiyireba cudad ase rom cota shegavatia.vabshe ra chirs ra daemarta an sad daimtvra?

ნაკრებში ზუსტად არ ვიცი როდის..შოუმ როგორ ითამაშა გუშინ?
0
№4
ავტორი: makaveli
14 დეკემბერი 2017 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
http://goal.ge/news/81928-kani-roca-ukan-vixedebi-vfiqrob-rom-manchester-iunaite
dshi-unda-gadavsuliyavi.html

ბიჭებო წაიკითხეთ გესიამოვნებათ
ბაიერნის" ექს-მეკარემ, ოლივერ კანმა აღნიშნა, რომ 2003 ან 2004 წელს, როცა ალექს ფერგიუსონი იწვევდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა გადასულიყო.

გარდა ამისა, ლეგენდარული კიპერი ამატებს, რომ მაშინ მისთვის მიუნხენელთა რიგებში თამაში მნიშვნელოვანი იყო.

შეგახსენებთ, კანი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 1994 წლიდან 2008 წლამდე იცავდა.

"ფერგიუსონი ჯერ კიდევ გაბრაზებულია ჩემზე. სჯეროდა, რომ 2003 ან 2004 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდოდი", - ციტირებს კანის სიტყვებს Sport Bild.

"თუმცა, "ბაიერნის" ეპოქა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო".

"როცა უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ წინადადება უნდა მიმეღო. ეს ჩემთვის კარგი გამოწვევა იქნებოდა", - დასძინა გერმანელმა.
0
№5
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2017 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dzalian cudii imedia male dabrundeba:(((
0
№6
ავტორი: PaLoMo
14 დეკემბერი 2017 23:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svanski
ციტატა: O Neil
ციტატა: Svanski
დიდი დანაკლისია, იმედია ღირსეულად ჩაანაცვლებენ

kinis kargad dabrunda ariyo cudi bormuttan.lindelofic ar gamoiyireba cudad ase rom cota shegavatia.vabshe ra chirs ra daemarta an sad daimtvra?

ნაკრებში ზუსტად არ ვიცი როდის..შოუმ როგორ ითამაშა გუშინ?

kargi iyo,magram ara iseti rogorc winaze.nu yovel shemtxvevashi arageri gaufuchebi ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 დეკემბერი 2017 23:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია, იმედია რაც შეიძლება ნალე დაბრუნდება
0
№8
ავტორი: stepno
15 დეკემბერი 2017 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
eex chveni mcvelebi ras aketebdnen wina matchi tvitonac ver xvdebidnen :((( ar vici dzmaoo uyuron sitis tamashs da dacviti tamashis taqtika mainc gadmoigon presingi da aqtiuri dacva itamashon aba ea ra dacvaa sajarimoshi sheyavt fexburteli da mere etamashebian wartmevazee ramdenjer uazrod daartymevunes bormutis fexburtelebs roca sheedzlot ufro mchidro dacva etamashat daa shansic ar miecat amdeni :)) ar vici raa eseti dacviit arafros imedi ar maq
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top