თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2017, 19:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1675,
კომენტარები: 8
მოურინიო მხითარიანის შესახებ
ჟოზემ მხითარიანის არყოფნის შესახებ ისაუბრა.
მოურინიო მხითარიანის შესახებ
პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, წითელ ეშმაკებმა მომდევნო სამი ქულა "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მოიპოვეს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ისევ არ მიუღია წითლების სომეხ ფეხბურთელს ჰენრიკ მხითარიანს.

მოურინიომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა რომ მხითარიანი კონკურენტ ფეხბურთელებთან შედარებით დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ აჩვენებს.

თქვენ იცით, რომ სათადარიგო სკამზე მხოლოდ 6 ფეხბურთელს შეუძლია ყოფნა, ხოლო მე რეზერვში, გარკვეული ბალანსი ყოველთვის უნდა შევინარჩუნო. რეზერვს რაც შეეხება, მანდ მე მყავს ორი მცველი- ერთ ცენტრალური მცველი და ერთიც ბლინდი, რომელსაც შეუძლია რამოდენიმე პოზიციაზე თამაში. ასევე მყავს ეშლი იანგი, რომელიც მთლიან ფლანგს კეტავს, მყავს ასევე ცენტრალური ნახევარმცველი ერერა, შეტევით რესურსს რაც შეეხება აქ არიან ზლატანი და მარკუს რეშფორდი.

მარსიალი, მატა და ლინგარდი ძირითად შემადგენლობაში დავაყენე, თუ მხითარიანის შემოყვანაზე ვისაუბრებთ გამოდის, რომ ამ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ძირითადი შემადგენლობიდან უნდა მოვხსნა, ხოლო ამ მომენტში ეს ფეხბურთელები იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში ყოფნას".
განაცხადა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ

შეგახსენებთ, რომ მხითარიანი გუნდს უკვე შვიდი მატჩია მოურინიოს გადაწყვეტილებით ვერ ეხმარება. უკანასკნელად, სომეხ ფეხბურთელმა 25 ნოემბერს , "ბრაიტონის" წინააღმდეგ შეცვლაზე შემოსულმა ითამაშა.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
14 დეკემბერი 2017 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
lingardi dasvi da mzito saayebe
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
14 დეკემბერი 2017 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ise Ra magrad amovarda formidan arada Ra Kargad daiwyo:((
0
№3
ავტორი: Svanchester
14 დეკემბერი 2017 20:20
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ლინგარდს მეც ვამჯობინებდი მხითარიანს
0
№4
ავტორი: Manuille
14 დეკემბერი 2017 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
am momentshi me tu mkitxavt lingardi jobia mxitos... titqos saqmem moitxiva aseo da sworicaa ase mgonia
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 დეკემბერი 2017 00:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფორმიდან კი იყო ამოვარდნილი მარა უნდა დააბრუნოს მაინც, ლინგარდს არ წაუვიდა თამაში და მაინც არ შეცვალა, მასე მიკიც ითამაშებდა
1
№6
ავტორი: LASHQARA
15 დეკემბერი 2017 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს არ ვფიქრობ რომ ლინგარდს არ ეკუთვნის თამაში, ძალიან სწრაფია შეტევაში და ამ ბოლო პერიოდში ლამაზ გოლებს გვთავაზობს, აი სომეხას რაც შეეხება მანდ გარდა ფორმიდან ამოვარდნისა, მგონია რომ გუნდში მოხდა შიგნით რაღაც კიდევ winked
0
№7
ავტორი: tupaca
15 დეკემბერი 2017 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მხითარიანმა ისეთი ქალი ააგდო ფეხბურთი მგონი აღარც აინტერესებს :)) თან მოსუქებულია ბიჭი და მოუ სწორად სჯის
1
№8
ავტორი: dzia_David
15 დეკემბერი 2017 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამ შემთხვევაში ნაღდად ვერ შეედავები :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top