"იუნაიტედის" სათადარიგო მეკარეს სერხიო რომეროს კლუბის გამოცვლა სურს. ის სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა საკუთარ აგენტს რომელსაც მისთვის სხვა კლუბის მოძებნა თხოვა, სადაც რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს და ამ ყველაფრის გაკეთებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გეგმავს,
რომერო შიშობს, რომ მისი მუდმივად სათადარიგო სკამზე ყოფნამ შესაძლოა ფორმის დაკარგვა გამოიწვიოს. რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ მეკარე, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც რუსეთში გაიმართება, არგენტინის შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.
თუმცა ამ იდეას ნაკლებად სავარაუდოა, რომ წითლების დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს კმაყოფილება გამოეწვია. რა თქმა უნდა სეზონის შუაგულ ნაწილში , მეორე სათადარიგო მეკარის გაშვება მწვრთნელს არ ესიამოვნება, როდესაც მის გუნდს თამაშები 4 ტურნირზე აქვს დარჩენილი.- იუწყება The Daily Mail
ამ სეზონში რომერო საერთო ჯამში 4- ჯერ მოგვევლინა ძირითად შემადგენლობაში. ორჯერ ლიგის თასზე ითამაშა, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.