თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2017, 21:42
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2812,
კომენტარები: 29
ჟოზე მოურინიო: მატჩამდე, ''სიტიზე'' და გვარდიოლაზე
ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ჟოზე მოურინიო: მატჩამდე, ''სიტიზე'' და გვარდიოლაზე
კვირას ''ოლდ ტრაფორდზე'' გაიმართება მორიგი დერბი ''იუნაიტედსა'' და ''სიტის'' შორის. ორივე გუნდი წელს პრემიერ ლიგაში გამორჩეულად ასპარეზობს და საჩემპიონო რბოლის თვალსაზრისით ამ მატჩს, ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ''მანჩესტერ იუნაიტედს'' შეიძლება ითქვას მოგება ძალიან სჭირდება, რადგან შეამციროს სხვაობა და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ტიტულისთვის ბრძოლაში. ეს შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ ჟოზე მოურინიოსა და გვარდიოლას დაპირისპირებას. ფაქტია, ორივე გუნდი გამორჩეულია, ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და კვირას დიდი სანახაობა გველის.

ჟოზე მოურინიოს აზრით, ''იუნაიტედიც'' და ''სიტიც'' წელს, უკეთეს ფორმაში არიან შარშანდელთან შედარებით. კითხვაზე, რამდენად კარგია ''სიტის'' თამაში წელს, ჟოზემ უპასუხა, რომ ''ძალიან კარგი''
''ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე შარშან ვიყავით, ამაში ეჭვი არაა, თუმცა ''სიტიც'' გაცილებით ძლიერია წელს, ვიდრე გასულ სეზონში.''

დერბი ''იუნატედს'' დიდ იმედს აძლევს ქულათა შესამცირებლად. ისინი ეცდებიან აუცილებლად მოიგონ და დააკარგვინონ მათ მთავარ მეტოქეს ქულები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში შესაძლო 45 ქულიდან, მხოლოდ 2 დაკარგეს. მოურინომ იცის, რომ ეს დიდი შანსია მისი გუნდისთვის.
''ჩემთვის ეს არის მორიგი დიდი მატჩი, ამ სეზონში ორ ყველაზე ძლიერ გუნდს შორის. პირველ ადგილზე მყოფი უპირისპირდება მეორეს. ეს მართლაც დიდი მატჩია. მე არ მჭირდება იმის შეხსენება, რომ დერბი განსაკუთრებულია ხალხისთვის, მე ეს ვიცი. ჩვენთვის საბოლოოდ ეს არის 3 ქულა, თუმცა ჩემი აზრით კვირას მართლაც განსაკუთრებული სანახაობა იქნება.''

''არსენალთან'' მიღებული წითელი ბარათის გამო, ხვალ პოლ პოგბა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გაურკვეველია იქნება თუ არა მზადყოფნაში ბელგიელი მარუან ფელაინი. ერიკ ბააის და მაიკლ კერიკს ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებთ და ისინი გუნდს ვერ დაეხმარებიან. ''იუნაიტედს'' დაუბრუნდა შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯონსი, მათ შეუძლიათ ხვალ ითამაშონ. ჟოზემ კომენტარი გააკეთა ნემანია მატიჩზე, რომელზეც თქვა, რომ მას ტრავმა აწუხებს, თუმცა ხვალ თამაშს მაინც შეძლებს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ''სიტის'' თავკაცმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ დავიდ სილვას ტრავმა ჰქონდა და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ჟოზე ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ინფორმაციის არ სჯეროდა, ხოლო მისი ოპონენტები კერძოდ არსენ ვენგერი, რომელმაც ლაკაზეტის შესახებ მოიტყუა და ახლა უკვე პეპ გვარდიოლა მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით მან დაზუსტებით იცოდა, რომ დავიდ სილვას არანაირი ტრავმა არ აწუხებდა და ის კვირას გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა. ჟოზემ თქვა, რომ იგი ასეთ ხერხს არასდროს იკადრებდა და როდესაც იგი ამბობს, რომ რომელიმე მის ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს ესეიგი მას მართლაც აწუხებს ტრავმა. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და დღეს გვარდიოლამ მისი წინა ინტერვიუს საპირისპირო განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ დავიდ სილვას მართლაც არაფერი აწუხებს და კვირას ითამაშებს.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
29 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
8 დეკემბერი 2017 21:43
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
special one :)))))))))
0
№2
ავტორი: bachooo
8 დეკემბერი 2017 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
იმედია შემტევ ფეხბურთს ვნახავთ love
0
№3
ავტორი: PaLoMo
8 დეკემბერი 2017 23:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
youngis da valensias imedi maqvs formashi arian da magatma unda moiklan tavii jorehicit unda irbinon. ratqmaunda 3-5-2 wyobit unda gavidet an 3-4-2-1 mara mata 10ze kai iqneba da win reshi-lukaku tan oldtrafordze vart da es chveji weria gamarjvebutbunda gavagrdzelot
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: gache1991
8 დეკემბერი 2017 23:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Manchewtershi iset tovls elodebian varaudoben ro tamashi sheileba gadaidoso..tramvis migebis didi albatobis da mayureblebis ara komportulad tamashis yurebistvisoo...ravici ravici pogbas diskvalifikacias gadavagorebdit kaia,mara siti dzaan dapauzebulia shemtxvevit ar moxda sotoni hadersfildi vesthemi yvelgan iwvales..
0
№5
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2017 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ra nabozari Xar guardiola she ibras chmoro...zeg unda gamoidzro prochidan Sami qula
0
№6
ავტორი: pogba.
8 დეკემბერი 2017 23:47
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: ikeoni
Ra nabozari Xar guardiola she ibras chmoro...zeg unda gamoidzro prochidan Sami qula

ნაბოoზარია მარა ყველაზე დიდი ნაბooზარი რო მოურინიოა დაავიწყდა :)))))))))))) რა ჩაუტარა
2
№7
ავტორი: Svanchester
8 დეკემბერი 2017 23:49
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
კოშმარი სიტის ოლდ ტრაფორდზე
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2017 00:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია არ გადაიდება თოვლის გამო
0
№9
ავტორი: dachi_mu
9 დეკემბერი 2017 05:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
es tamashi moige joze da ra unda mtxovo ro ar shegisrulo
0
№10
ავტორი: bziki
9 დეკემბერი 2017 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ფელაინი მაინც ყოფილიყო,ერერა საშინელ ფორმაშია. ძაან უკან იქნება დაცვს ხაზი და უაზროდ გადაკიდებული ბურთები ლუკაკუზე.მარსიალმა ან ლინგარდმა რამე სოლო გოლი თუ შეაგდეს თორე ბურთის ფლობა 30% მდე იქნება. თავიდან ბოლომდე ერარაზე ვართ დამოკიდებულები თუ გადაკეტა ზონები იქნება შანსი,იმედია მარტო უაზრო ფოლებს არ აიღებს. ლინდელოფიც მაგრა მაშინებს კაის იზამს თუ თავს არ გაიგდებს.და ვაბშე ჯობია ჩემი აზრით ბლინდი,სმოლინგი,ჯონსი დადგნენ

ლუკაკუმდე მაინც აწევს ბურთს ბლინდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top