პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა, ოლდ ტრაფორდზე გაიმართება. ერთმანეთს "იუნაიტედი" და ცხრილის სათავეში მყოფი "სიტი" დაუპირისპირდება. დერბი რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, კვირას თბილისის დროით 20:30 სთ-ზე დაიწყება.
"იუნაიტედის" ლაზარეთში ჯერ კიდევ რჩება რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ვერ შეძლებს მომავალ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. წითელი ეშმაკების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს მატიჩი, ჯონსი და იბრაჰიმოვიჩიც დაეხმარებიან.
"ზლატანი და ჯონსი მზად არიან მოედანზე დასაბრუნებლად, ხოლო რაც შეეხება ფელაინის მდგომარეობას მასზე გადაწყვეტილებას შაბათს მივიღებთ. მატიჩი ტრავმირებულია, თუმცა შეუძლია ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება".- ციტირებს Mirror პორტუგალიელის სიტყვებს.
კერიკისა და ბაილის შესახებ გაკეთებულ კომენტარში ჟოზე აღნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს გამოჯამრთელება, რის შედეგადაც ისინი დერბის გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედსა" და სიტის" შორის ქულათა სხვაობა 8 ქულას შეადგენს, "სიტი" 43 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მისი უახლოესი მდევარი "იუნაიტედი" მეორე ადგილს 35 ქულით.
წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.