ცნობილი გამოცემა The Sunday Times- ის ჟურნალისტი დუნკან კასელსი იუწყება, რომ წითელი ეშმაკები "იუვენტუსის" ბრაზილიელ მცველს, ალექს სანდროს აკვირდებიან და მის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გეგმავენ.
ჟურნალისტი ამის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ პოდკასტ გვერდზე წერს, სადაც განმარტავს 26- წლის ბრაზილიელის "იუნაიტედში" გადასვლის შესაძლებლობას.
"იუნაიტედი" ალექს სანდროს შეძენისთვის მოქმედებაში ჩაერთო. ამ ფეხბურთელის შეძენით მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტერესდებოდა ლონდონის "ჩელსი", მისი გადაბირება ასევე "სიტისაც" სურდა, თუმცა მათ სანდროს ნაცვლად ბენჟამინ მენდი დაიმატეს.
ბრაზილიელი თავის ამჟამინდელ კლუბში ბედნიერი არ არის, აქედან გამომდინარე მას კლუბის შეცვლა სურს. სანდროს, დღევანდელ ევროპულ ბაზარზე შესაძლოა ვუწოდოთ საუკეთესო მარცხენა მცველი. სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება ჭირდება 'იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს. რატომღაც ზაფხულში მათ ეს ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა "იუნაიტედში" მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერების ვარიანტებს განიხილავდნენ, თუმცა განხორციელებული ტრანსფერების შედეგად, მათ უბრალოდ თანხებთან შეექმნათ პრობლემა.
ამჟამად წითლების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საკითხზე, რომელიც "იუვენტუსიდან" ბრაზილიელის გადმობირების შესაძლებლობას მისცემს მათ. ამ ამოცანის გადაწყვეტა ნამდვილად არ იქნება ადვილი, რადგან ტურინელები ისეთი ფეხბურთელის გაშვებას როგორიც ბრაზილიელია, მარტივად არ განახორციელებენ, "მანჩესტერში" მოუწევთ გააზრებული სტრატეგიული ნაბიჯების მოფიქრება და სერიოზული თანხების გადადება, თუ რა თქმა უნდა ამ ტრანსფერის განხორციელება სურთ".- განაცხადა დასასრულს ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, ალექს სანდრო ბებერ ქალბატონში 2015 წელს "პორტუდან გადავიდა, ამ ხნის განმავლობაში ტურინელთა რიგებში მან 91 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.