თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2017, 20:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1515,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" მილინკოვიჩ-სავიჩს აკვირდება
წითლების მორიგი სატრანსფერო სამიზნე, სერბი ფეხბურთელი მინიკოვიჩ-სავიჩია.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ახლოვდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, გუნდები მაქსიმალურად ეცდებიან, ეს პერიოდი გამოიყენონ და მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ ამათუიმ მაღალი დონის მოთამაშეებით.

ჭორების თანახმად, "იუნაიტედის" პორტუგალიელ დამრიგებელს, გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანა სურს, ერთ-ერთი ასეთი სამიზნე კი რომის "ლაციოს" სერბი ფეხბურთელი, 22 წლის ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იუწყება, წითელი ეშმაკების სკაუტები, სერია A მე-14 ტურის შეხვედრას დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს "სამპდორია" და "ლაციო" დაუპირისპირდა, შეხვედრაში გამარჯვება რომაელებს ხვდათ წილად, აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენა სავიჩმაც შეძლო ერთი გატანილი გოლით.

რაც შეეხება ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას, "ლაციოს" მესვეურები ნახევარმცველს 80 მილიონ ევროდ აფასებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ.

ცნობისთვის, მილინკოვიჩ-სავიჩმა წლევანდელ სეზონში "ლაციოს" რიგებში ყველა ჩატარებულ შეხვედრაში, თავის გამოჩენა 5 გოლით და 2 საგოლე გადაცემით შეძლო.



წყარო: euro-football.ru
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
7 დეკემბერი 2017 21:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
kargi mastia maraa amas goretcka jobia.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: Phil Jones
7 დეკემბერი 2017 21:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჩემი პირველი სიახლე ამას ეხებოდა და კარგია რომ ისევ აქტუალური გახდა ეს თემა ))
0
№3
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2017 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzaan ararealuri gaxda ukve fasebiii
0
№4
ავტორი: LASHQARA
7 დეკემბერი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მე მაგრად მევასება ეს ფეხბურთელი, თან სტაბილურია, ეს და მატიჩი ერთად პლიუს პოგბა, ეუფ რა იქნება love am
0
№5
ავტორი: Svanchester
7 დეკემბერი 2017 22:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
შეუძლია ამ ფეხბურთელს იუნაიტედში მაღალ დონეზე თამაში.
0
№6
ავტორი: gache1991
8 დეკემბერი 2017 00:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Aranormalurad dzviria.gorecka zamtarshive sheileba maaximum 20milionad,zapxulshi xo vapshe 0 evrod:))
0
№7
ავტორი: PaLoMo
8 დეკემბერი 2017 00:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: gache1991
Aranormalurad dzviria.gorecka zamtarshive sheileba maaximum 20milionad,zapxulshi xo vapshe 0 evrod:))

mec magas cidzaxi tan ufro gamocdilic sheileba chaitvalos goretcka vidre es amas tu 50 moiyvanen moiyvanon.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: JuanMata
8 დეკემბერი 2017 10:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამის თამაში ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ნახევარმცველისთვის კარგი სტატისტიკა აქვს, გორეცკაც ძაან მომწონს და ყველაზე დაბალი კუში მანჩესტერში გადასვლაზე აქვს.

ფელაინი თუ წავიდა და კერიკიც სავარაუდოდ დაასრულებს კარიერას, პრინციპში ორივე დაგვჭირდება.

საერთოდ, ცენტრში მაინც გვიჭირს, ცოტა ფეხბურთელი გვყავს და პოგბას გარდა შემქმნელი არც ერთი არაა.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2017 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი ფეხბურთელი ჩემი აზრით არ იქნება ცუდი ამის მოყვანა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top