თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2017, 20:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1531,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" სტატისტიკა ოლდ ტრაფორდზე
საშინაო მატჩებში "წითლები" დაუმარცხებლები არიან.
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, "იუნაიტედმა" მოსკოვის "ცსკა" ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა, წითლებმა საბოლოო ჯამში 15 ქულის მოგროვება შეძლეს 6 ჩატარებულ შეხვედრაში.

აღნიშნული შეხვედრა "იუნაიტედის" საშინაო კედლებში ოლდ ტრაფორდზე ჩატარდა, ეს ფაქტი აღსანიშნავია იმით, რომ მოურინიოს შეგირდები უკვე 40 მატჩია შინ დაუმარცხებლები არიან.

პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდი, ბოლოს ოლდ ტრაფორდზე 2016 წლის 10 სექტემბერს პრემიერ ლიგის შეხვედრაში თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა ანგარიშით 1-2, ხოლო მას შემდეგ, გუნდი წარმატებულ საშინაო სვლას იწყებს და დღემდე, დაუმარცხებელ მოწინააღმდეგედ რჩება ნებისმიერი გუნდისთვის ოლდ ტრაფორდზე.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში წითელი ეშმაკები, პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს 35 ქულით იკავებენ, ლიდერ "სიტისთან" ჩამორჩენა კვლავ რვა 8 ქულას შეადგენს, მე-16 ტურის შეხვედრაში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ოლდ ტრაფორდზე ერთმანეთს, სადაც ბევრ საინტერესო კითხვას გაეცემა პასუხი.

რაც შეეხება "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას, მათ შეძლეს ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით დასრულება და მათი მომდევნო მეტოქე 11 დეკემბერს, კენჭისყრის შედეგად გახდება ცნობილი.




წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
7 დეკემბერი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ესეც გაგრძელდება კიდევ დიდხანს love am
0
№2
ავტორი: PaLoMo
7 დეკემბერი 2017 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
gasvlaze gamoasworet momaval matchshi tore cudad iqneba sachempiono saqme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2017 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Kide didxans gagzeldeba...❤️
0
№4
ავტორი: Svanchester
7 დეკემბერი 2017 22:40
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
"ოცნებების თეატრში" ყოველთვის იგრძნობს მოწინააღმდეგე რომ სადღაც სხვა განზომილებაში მოხვდა იმ განზომილებაში სადაც გამარჯვება უმძიმესი მოსაპოვებელია იუნაიტედთან...იმედი მაქვს ეს წაუგებელი სერიის რიცხვები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
0
№5
ავტორი: JuanMata
8 დეკემბერი 2017 10:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თუ არ ვცდები გუნდისთვის ახალი რეკორდია, 40 თამაშია არ წაგვიგია სახლში. აქამდე 39 ან 40 იყო მაქსიმალური შედეგი.

ცენტრში გვაქვს პრობლემები.
ისე შეიძლება ცუდი იდეაა, მაგრამ მატიჩი-ბლინდი-ერერა შეიძლება ცადოს კაცმა, ბლინდი საყრდენზე კარგად თამაშობდა. და პოგბას არ ყოფნაში ბლინდის პასები ნამდვილად არ გვაწყენდა.
მაგრამ ამის შანსი 0-ია თითქმის, ორი ნახევარმცველით გამოვალთ ალბათ და დაცვაში დადგება გუნდი.
0
№6
ავტორი: temo-scholes
8 დეკემბერი 2017 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
სიტისთან ეს შედეგი არ მინდა რომ ფრით გაგრძელდეს... მოგება მხოლოდ... პოგბა სერიოზულად დაგვაკლდება, მაგრამ რაღაც უნდა მოიფიქროს მოუმ...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2017 12:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია სიტისტან არ შეწყდება ეს სერია და არც მერე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top