თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2017, 18:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1573,
კომენტარები: 8
რეშფორდი: "სათადარიგო ფეხბურთელებმა შანსი გამოიყენეს"
რეშფორდის თქმით, ფეხბურთელები რომლებიც ძირითადში ხშირად ვერ ხვდებიან, შანსი გამოიყენეს.
რეშფორდი:
"ცსკასთან" გატანილი გოლის შემდეგ, "იუნაიტედის" ინგლისელმა ახალგაზრდა ნიჭირემა ფეხბურთელმა, მარკუს რეშფორდმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ შეხვედრის საბოლოო ანგარიშით კმაყოფილები არიან.

"ამ შეხვედრაში იასპარეზეს იმ ფეხბურთელებმა, რომელბიც ხშირად ვერ ხვდებიან გუნდის ძირითად შემადგენლობაში, კარგია, რომ ეს შანსი გამოვიყენეთ და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარეთ.

ჩვენ გვქონდა რამოდენიმე მომენტი პირველ ტაიმშიც, სადაც შეიძლებოდა, რომ ანგარიში გაგვეხსნა და დავწინაურებულიყავით, თუმცა ეს ასე არ მოხდა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ყველაფერი შეიცვალა.

ფორვარდისთვის ყოველთვის სასიამოვნოა გოლის გატანა. ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო რასაც მივაღწიეთ, კმაყოფილები ვართ".-
განაცხადა რეშფორდმა


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2017 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი მარკუს ერთი ეხლა სიტისაც გაუყარე და ვაფშე მაგარი იქნები:)) love
0
№2
ავტორი: Svanchester
7 დეკემბერი 2017 19:28
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დროა უკვე მოუმატოს რეშფორდმა, ზოგადად ამ სეზონში იმედი მაქვს რომ მაგრად გაიბრწყინებს
0
№3
ავტორი: LASHQARA
7 დეკემბერი 2017 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
შოუ კაია და უნდა ათამაშოს ხშირად, რაშფორდს უფრო მეტი მოეთხოვება უფრო უნდა განვითარდეს, მბაპე აგერ ფრინავს პსჟ - ში winked am
1
№4
ავტორი: krekera
7 დეკემბერი 2017 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: LASHQARA
შოუ კაია და უნდა ათამაშოს ხშირად, რაშფორდს უფრო მეტი მოეთხოვება უფრო უნდა განვითარდეს, მბაპე აგერ ფრინავს პსჟ - ში winked am


რო ვაკვირდები სამწუხაროდ მბამპე ბევრად მაღლა დგას და ვითარდება ((
0
№5
ავტორი: Rooni
7 დეკემბერი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ციტატა: LASHQARA
შოუ კაია და უნდა ათამაშოს ხშირად, რაშფორდს უფრო მეტი მოეთხოვება უფრო უნდა განვითარდეს, მბაპე აგერ ფრინავს პსჟ - ში winked am

საფრანგეთში უფრო ადვილია და მაგიტომ
თან სულ ძირითადშია და მარკუსას არაააქ იმდენი სათამაშო დრო
0
№6
ავტორი: JuanMata
8 დეკემბერი 2017 10:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: krekera
ციტატა: LASHQARA
შოუ კაია და უნდა ათამაშოს ხშირად, რაშფორდს უფრო მეტი მოეთხოვება უფრო უნდა განვითარდეს, მბაპე აგერ ფრინავს პსჟ - ში winked am


რო ვაკვირდები სამწუხაროდ მბამპე ბევრად მაღლა დგას და ვითარდება ((


რეშფორდს პასებზე აქვს პრობლემა, თავის თავზე იღებს ხშირად თამაშს, მაშინ როცა უკეთესი ვარიანტი პასის გაკეთებაა. ცსკასთან მეორე ტაიმის დასაწყისში ძაან მაგარი გარღვევა გააკეთა ფლანგიდან და მერე პასის მაგივრად კიდევ უფრო კუთხისკენ წაიღო ბურთი და იქიდან გოლის გატანის შანსი უკვე, აღარ ჰქონდა.

მაგრამ ძაან მაგარი ბიჭია, ამწვავებს თამაშს და სულ წინ იყურება, ახალგაზრდაა ჯერ და თავის გამოჩენა და გოლების გატანა უნდა.

მარსიალი მაგ მხრივ ბევრად განვითარდა და ძაან კარგ სეზონს ატარებს წელს.
0
№7
ავტორი: temo-scholes
8 დეკემბერი 2017 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
კარგი ახალგაზრდები გვყავს და იმედია სწირად განვითარდებიან მომავალში...
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2017 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოუმ მემგონი ბევრი რამ დაამტკიცა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top