თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2017, 18:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1185,
კომენტარები: 4
მატა: "ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს"
მატას მატჩის შემდგომი კომენტარი.
მატა:
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედმა" მოსკოვის "ცსკას" უმასპინძლა, პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით წაგების შემდეგ, წითლებმა თამაშის სადავეები მეორე ტაიმში ხელში აიღეს და ანგარიშმაც არ დააყოვნა, მათ ეს შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

აღსანიშნავია ის, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასასვლელად მხოლოდ 1 ქულაც ყოფნიდათ აღნიშნულ შეხვედრაში, თუმცა მათ გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტრი "იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ გააკეთა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ამ შეხვედრაში, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ჩვენთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის გამარჯვება გვსურს. გუნდის თითოეული წევრი კმაყოფილია, ამ გამარჯვებამ ჩვენ მეტი თვითრწმენა და თავდაჯერებულობა შეგვმატა".- აცხადებს მატა დასასრულს.

შეგახსენებთ და გეტყვით, რომ "იუნაიტედი" 2017-1018 წ.წ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან, პირველი ადგილით გავიდა. პლეი-ოფის პირველი რაუნდის კენჭისყრა 11 დეკემბერს 15:00 სთ-ზე გაიმართება, სადაც შევიტყობთ, თუ ვინ გახდება წითლების მომდევნო მოწინააღმდეგე.




წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მაგარი თამაში ჩაატარა ხუანიტომ love
0
№2
ავტორი: Svanchester
7 დეკემბერი 2017 19:27
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მეტი პროგრესია საჭირო მატა, სეზონი გახურდა, საჭიროა მობილიზება სრული ფიზიკურ ფსიქოლოგიური მზადყოფნა, კლასი გაქვს რაც საჭიროა ფეხბურთელისთვის ცოტ ცოტა ყველაფერი გაქვს მეტს ველით შენგან. თუ ყოველთვის გამარჯვება გსურს ყოველთვის მეტი უნდა იშრომო ვიდრე სხვა შრომობს, ასე რომ დავინახავთ პირადად შენ როგორ გსურს ყოველთვის გამარჯვება შემდეგ მატჩებშიც, ცსკასთან შენი თამაში ნამდვილად დამაკმაყოფილებელი იყო.
0
№3
ავტორი: temo-scholes
8 დეკემბერი 2017 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ჩვენი მატატა მაგარკაცაა...
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2017 12:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი იყო ცეესკასთან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top