თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2591,
კომენტარები: 8
მოურინიოს ნაადრევი პროგნოზი და მინიშნება
ჟოზემ ოპონენტებს "უკბინა".
მოურინიოს ნაადრევი პროგნოზი და მინიშნება
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელების ტრავმიანობასთან დაკავშირებით მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებს და ამის პარალელურად თვალთმაქცობაში დასდო ბრალი არსენ ვენგერსა და ხოსეპ გვარდიოლას.

გასულ შაბათს ლონდონში "არსენალთან" გამართულ შეხვედრაში მოურინიოს სიბრაზე გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ალექსანდრ ლაკასეტი "მეთოფეთა" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, რაც განპირობებული იყო არსენ ვენგერის განცხადებით ფრანგი ფორვარდის თაობაზე, რომლის თანახმადაც მას თამაშის შანსი არ ჰქონდა.

ამჯერად იმავე ხერხს მიმართა, ყოველ შემთხვევაში, იმავე განცხადებას აკეთებს პეპ გვარდიოლა, რომლის თქმითაც მცირე დაზიანება მიიღო დავიდ სილვამ და მისი მონაწილეობა მანჩესტერულ დერბიში საეჭვოა.

"ჩვენს მეტოქეებს ეს პრობლემები აღენიშნებათ. მათ დიდი პრობლემა აქვთ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველა მზადაა სათამაშოდ. მათ ფენომენალური ორგანიზაცია აქვთ, ჩვენ კი ცოტა მოკრძალებულები ვართ.

როცა პრობლემა გვაქვს, მართლაც პრობლემაა და როცა ფეხბურთელები დაშავებულნი არიან, მართლაც ტრავმა აქვთ. მე სიმართლეს ვამბობ.

სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ ერიკ ბაიი კვირას ვერ ითამაშებს. ფილ ჯონსს შანსი აქვს. ფელაინისაც აქვს შანსი. იბრაჰიმოვიჩს ძალიან დიდი შანსი აქვს. მატიჩი ტრავმირებულია, მაგრამ მაინც ითამაშებს. სიმართლეს გეუბნებით, ტრავმირებულია და მაინც ითამაშებს. კერიკს შანსი არ აქვს.

მე სიმართლეს ვამბობ, არავითარი გამონაგონი, როგორც ეს ლაკასეტისა და დავიდ სილვას შემთხვევაში იყო",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
6 დეკემბერი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
yvelam iswavla maimunoba :D
0
№2
ავტორი: LASHQARA
6 დეკემბერი 2017 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა მაგას შენ მოამზადე გუნდი ძირითადისთვის და თუ დააკლდება ხო გამოჩნდება მოედანზე, რაც უნდათ ის მოიტყუონ, ლაკაზეტი რო გამოვიდა იმიტო არ მოგვიგო არსენალმა ahahaha ეგრე მოუწევს სიტისაც fellow am
1
№3
ავტორი: PaLoMo
6 დეკემბერი 2017 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
eg araferi mase ertxel ronaldoze cuyurebdbi ragacas(brazilielze) roneligac chempionatze mgoni msoflio iyoo itqva,rom tramva qonda da ver iyamashebdao shemdeg satstavshi daiwyo egetebi joze adrec xdeboda da axlac xdeba.shen bolomde unda moamzado gundi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: kobinio
6 დეკემბერი 2017 15:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაუ ფორმაშია ,დაჯმა ნაპოორით პირველი სერია
სასიამოვნოა
1
№5
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Teslii nabozrebiii
0
№6
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2017 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mougeeet raa sitiisss mougeeeeeeeet :)))) magaze magrad araferk gamixardebaaaa
0
№7
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2017 18:57
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ეს საუბარი ჟოზეს პლიუსებს უწერს, ოხერია გამომიჩნდა აქ სიმართლის მობაზრე :)))) ვითომ ამ განცხადებით თვითონ სულ სიმართლეს ბაზრობს სხვა მწვრთნელებთან შედარებით..თუმცა ამ შემთხვევაში მართალია რა სიტუაციაც არის გუნდში ის უნდა ისაუბროს მწვრთნელმაც თუმცა არც პირიქით შემთხვევაშია დანაშაული, ერთგვარი ხრიკია და მისაღებიც ბინძური ხრიკი ტყუილზე აგებული.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2017 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სილვამ რო მართლა ითამაშოს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top