თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2017, 12:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2080,
კომენტარები: 7
მოურინიოს დაპირება შოუს
შოუ უფრო მეტ შანსს მიიღებს.
მოურინიოს დაპირება შოუს
ცსკა-სთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ ლუკ შოუს ჟოზე მოურინიო პირდება, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, როცა მისი გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" რუსუკ გუნდს დაუპირისპირდა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

მარცხენა ფლანგზე მოასპარეზე ინგლისელს სრული დრო მიეცა თავის გამოსაჩენად და თავისი წარმატებული ასპარეზობა თითქმის დააგვირგვინა გოლით, როცა იგორ აკინფეევმა მისი გასროლა მოიგერია.

მატჩის შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში მოურინიო პირობა დადო, რომ "საუთჰემპტონის" ყოფილი ფეხბურთელი უფრო მეტ შანსს მიიღებს გუნდის შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად.

"ძალიან პოზიტიური თამაში, განსაკუთრებით წინ წასვლის დროს. ბევრ, დიდებულ ინტენსიურობას ქმნიდა თავის თამაშში. საკვირველი არ არის, რომ 80 წუთის განმავლობაში ინარჩუნებდა ამ ინტენსიურობას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა უფრო მეტსაც ჩაატარებს.

დიდი ხანი ელოდა თავის შანსს და ეს დაიმსახურა. ადვილი არ არის რამდენიმე თვის განმავლობაში უთამაშებელი ფეხბურთელის გამოყენება მატჩში, სადაც გუნდს ნამდვილად სჭირდება შედეგი.

ცვლილების გაკეთება მინდოდა, მაგრამ მინდოდა შემეცვალა ის ფეხბურთელები, ვისაც ნამდვილად სჭირდებოდა და არ დამეხარჯა ცვლილება შოუზე. მაგრამ მან 90 წუთის განმავლობაში შეძლო ფორმის შენარჩუნება და მას ვუთხარი, რომ ეს საუკეთესო რამ არ იყო მისთვის, მაგრამ დონის ასამაღლებლად გამოდგებოდა. მისით მართლაც მოხარული ვარ",
- განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2017 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, თორე გოლის გატანაც შეეძლო, რაშფორდზეც ცოტა ძლიერი მოუვიდა პასი. დაცვაში ერთ-ორ მომენტში ჩავარდა, თუმცა ეს ყველას მოდის. მთლიანობაში მშვენიერი მატჩი ქონდა, გამიკვირდა რო სისწრაფე კვლავ თითქმის ისეთი აქვს რაც ტრამვამდე ქონდა, 2015-2016 წლების სეზონის შოუ გამახსენდა, სანამ იმ ავად სახსენებელ ტრამვას მიიღებდა winked
0
№2
ავტორი: zurazura
6 დეკემბერი 2017 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ეგი თუ ფორმაში შევიდა როუზი აღარ დაგვჭირდება
1
№3
ავტორი: kashmara
6 დეკემბერი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
რო ვერ შევიდეს და აგარ მოუყვანონ და კიდე დამტვრეს მერე ბლინდს ჩემა მტერმა უყუროს დზმაო.... ასე რომ დაველოდოთ ზაფხულს და მოუ გაუშვებს ვინც გასაშვებუია და მოსაყვანს მოყვანს ნუ დიდი იმედი მაქ მაგის.. დაიერი დიბალა გრიზმანი და არ მინდა როუზი კი ბატონოოო
0
№4
ავტორი: PaLoMo
6 დეკემბერი 2017 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
ციტატა: SANDROGRIGA
ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, თორე გოლის გატანაც შეეძლო, რაშფორდზეც ცოტა ძლიერი მოუვიდა პასი. დაცვაში ერთ-ორ მომენტში ჩავარდა, თუმცა ეს ყველას მოდის. მთლიანობაში მშვენიერი მატჩი ქონდა, გამიკვირდა რო სისწრაფე კვლავ თითქმის ისეთი აქვს რაც ტრამვამდე ქონდა, 2015-2016 წლების სეზონის შოუ გამახსენდა, სანამ იმ ავად სახსენებელ ტრამვას მიიღებდა winked

pirvel momentshi marselosavit ro echalicha motyurba dartymis nacvlad sheidzleba gaetana kidec,magram udaod kargad gamoiyureboda.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2017 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Imedia
0
№6
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2017 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
didi imedebit var da vnaxot
0
№7
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2017 19:01
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: kashmara
რო ვერ შევიდეს და აგარ მოუყვანონ და კიდე დამტვრეს მერე ბლინდს ჩემა მტერმა უყუროს დზმაო.... ასე რომ დაველოდოთ ზაფხულს და მოუ გაუშვებს ვინც გასაშვებუია და მოსაყვანს მოყვანს ნუ დიდი იმედი მაქ მაგის.. დაიერი დიბალა გრიზმანი და არ მინდა როუზი კი ბატონოოო

მართალი ხარ, თავის დაზღვევაა საჭირო, ტრანსფერი განსახორციელებელია ბლინდის ნდობა არ შეიძლება, დიდ მატჩებში ბლინდი მოედანზე ნიშნავს ერთ დიდ სუსტ წერტილს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top