თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2017, 08:58
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2467,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" მომდევნო მეტოქე ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სათასო შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" FA Cup-ის გათამაშებას მე-3 რაუნდიდან შეუერთდება. ჟოზე მოურინიოს გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" "დერბი ქაუნთის" უმასპინძლებს, მატჩი 5 იანვარს გაიმართება.

აღნიშნულ ტურნირზე "იუნაიტედი" და "დერბი" ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა 2008/9 წლების სეზონში შედგა, სადაც "იუნაიტედმა" დამაჯერებლად გაიმარჯვა, ანგარიშით 4-1. ამის შემდეგ კი "წითელი ეშმაკებისა" და "ცხვრების" დაპირისპირება მაყურებელმა 2015/16 წლების სეზონში იხილა, რომელშიც ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "იუნაიტედმა", რომელსაც იმ დროისთვის ლუის ვან გაალი თავკაცობდა. გოლები ხუან მატას, დეილი ბლინდისა და უეინ რუნის ანგარიშზეა.

FA Cup-ის მე3 რაუნდის ყველაზე საინტერესო მატჩი "ენფილდზე" გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ლივერპული" თანაქანაქელ "ევერტონს" უმასპინძლებს.

FA Cup მე3 რაუნდის შედეგები:

იფსვიჩი - შეფილდ იუნაიტედი
უიტფორდი - ბრისტოლი
ბირმინგემი - ბარტონი
ლივერპული - ევერტონი
ბრაიტონი - ჰაუვი/კრისტალ პალასი
ასტონ ვილა - უოკინგი/პიტერბურგი
ბორმუთი - ფლაიდი/უიგანი
ქოვენთრი - სტოკი
ნიუპორტი - ლიდსი
ბოლტონი - ჰადერსფილდი
პორტ ვეილი/იოვილი - ბრედფორდი
ნოტინგემი - არსენალი
ბრენტფორდი - ნოთსი
ქუინს პარკ რეინჯერსი - მაკ დონსი
მანჩესტერ იუნაიტედი - დერბი
ფორესტ გრინი/ექსტერი - ვესტ ბრომვიჩი
დონკასტერი - სლოგ თაუნი/როჩდეილი
ტოტენჰემი - უიმბლდონი
მიდლსბრო - სანდერლენდი
ფლიტვუდი/ჰერეფორდი - ლესტერი
ბლექბერნი/ქრიუ - ჰალი
კარდიფი - მანსფილდი
მანჩესტერ სიტი - ბარნლი
შრიუსბერი - ვესტ ჰემი
ვულვზი - სუონსი
სტივენეიჯი - რედინგი
ნიუკასლი - ლუთონი
მილოული - ბარნსლი
ფულემი - საუთჰემპტონი
უიქამბი - პრესტონი
ნორვიჩი - ჩელსი
ჯილინგემი/კარსლაილი - შეფილდ უენსდი

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
6 დეკემბერი 2017 11:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
derby araa cudi gundi.
imedi maqvs shows am matchic atamashebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2017 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძალიან მარტივად მოვუგებთ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2017 12:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერია
0
№4
ავტორი: gache1991
6 დეკემბერი 2017 12:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Iqamde imdeni droa:))ar gvinda es tasi arsenals sheqxorcda mets mainc verafers igeben:D
0
№5
ავტორი: Manuille
6 დეკემბერი 2017 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ასეთ დროს სულ გვიმართლებს ხოლმე ერთი მოიესის დროს არგაგვიმართლა ბაიერნს რო შევხვდით ეგრევე პლეიოფში და 2013 ში რეალს რო შევხვდით და ნანი რო გაგვიგდო იმ ნა.... მსაჯმა :D
0
№6
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2017 19:02
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
შანსები ახალგაზრდა და სათადარიგო ფეხბურთელებს..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top