თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2017, 19:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2381,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე "ცსკასთან" გასამართ შეხვედრამდე გუნდის მდგომარეობაზე საუბრობს.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
დღეს თბილისის დროით 23:45 სთ-ზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები გაიმართება. A ჯგუფის ლიდერი "იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე მოსკოვის "ცსკას" მასპინძლობს. წითელი ეშმაკები დიდი ალბათობით ჯგუფურ ეტაპს პირველი ადგილით დაასრულებენ.

შეხვედრის დაწყებამდე, წითლების პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

პოგბას შესახებ

"პოგბას დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგაზე არ ვრცელდება, აქედან გამომდინარე ის ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.

აპელაციის შესახებ

აპელაცია არ შეგვიტანია.

რატომ გამოტოვა "არსენალთან" დაპირისპირება იბრაჰიმოვიჩმა?

ზლატანი ტრავმირებული არ არის, მას არანაირი დაზინება არ აქვს, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა მის მუხლებზე, რადგან ტრავმის შემდეგ საჭიროა სერიოზული სამზადისი, ფიზიკური ფორმის აღსადგენად. რამოდენიმე დღის განმავლობაში ის ვერ შეძლებს თამაშს, ეს გადაწყვეტილება ჩვენ "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ მივიღეთ. ხვალინდელ დაპირისპირებაში ის არ ითამაშებს. ვიმედოვნებ, რომ "ცსკასთან" დაპირისპირების შემდეგ ზლატანი შეძლებს მომავალ შეხვედრებში მოედანზე დაბრუნებას, ხოლო საერთო ჯამში გეტყვით, რომ ფეხბურთელები ვინც ტრავმების გამო შაბათის შეხევდრა გამოტოვა, ვერ მოასწრეს გამოჯამრთელება აქედან გამომდინარე ისინი ლზარეთში რჩებიან.

მაიკლ კერიკი?

არა. მე ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია რადგან, რომ განვაცხადო მის შესახებ თითქოს ის ვერ გამოჯამრთელდა და ხვალ მოედანზე აღმოჩნდეს ეს თქვენთვის სიურპრიზი იქნება. (იცინის)

გიმუშავიათ დე ხეაზე უკეთეს მეკარეებთან?

დიახ.

შეგიძლიათ გვითხრათ ვინ არის?

ეს არის სერხიო რომერო, რომელიც ხვალინდელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეკარე რომელიც მოედანზე ჩვენი გუნდის სახელით გამოდის მსოფლიოში საუკეთესოა. აქედან გამომდინარე დე ხეა ხვალ მესამე იქნება, პირველი- რომერო, მეორე- ჟოელ პერეირა, მესამე კი დე ხეა.

რას იტყვით მსოფლიოს საუკეთესო მესამე მეკარის ფორმაზე?

ის ძალიან კარგ ფორმაშია, მეტიც ძალიან ძალიან კარგ ფორმაში. მისით კმაყოფილი ვარ, ის კარგია არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მატჩში, არამედ მთლიანი სეზონიდან გამომდინარე.

ჟოზე თქვენ თქვით, რომ პოგბა ითამაშებს, როგორ ფიქრობთ მოახდენს ფსიქოლოგიურ გავლენას მის თამაშზე, მიღებული წითელი ბარათი და ის ფაქტი, რომ ის დერბის გამოტოვებს?

ის ძალიან მოხარულია ხვალინდელ თამაშში მონაწილეობის შესაძლებლობით. ის მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ფიქრობს, რა თქმა უნდა ცოტა გადაიღალა, რადგან ამ შეხვედრამდე ჩვენ სულ რაღაც 2 დღის წინ გვქონდა მნიშვნელოვანი დაპირისპირება, სადაც თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმალურად მოუწია ძალების დახარჯვა. პოლი ზოგადად დაბრუნებით მოხარულია, მინდა გითხრათ, რომ ტრავმის შემდეგ ის ფენომენალურად თამაშობს.


რუსი ჟურნალისტის შეკითხვა: შეძლებენ თუ არა გოლოვინი "ცსკადან" და პრომესი "სპარტაკიდან" დაიმსახურონ პრემიერ ლიგის ისეთი დიდი გუნდის მოწონება როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია"?

მე მზად არ ვარ მსგავის კითხვებისთვის პასუხების გასაცემად, შემიძლია ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას ჩემ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ინტერესს თუნდაც რუსეთიდან იწვევენ. თუმცა ვერ გაგცემთ პასუხს პრემიერ ლიგაში პოტენციურად გადამსვლელ ფეხბურთელებზე.

არ ფიქრობთ რომ "სიტისთან" დაპირისპირებამდე ეშლი იანგის დასვენების დროა და ამით შანსი ლუკ შოუს მისცეთ?

უნდა ვიფიქრო. ვაპირებ ცვლილებების შეტანას გუნდის შემადგენლობაში, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამას მასიური ხასიათი ექნება, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ჯგუფს პირველი ადგილით დავტოვებთ. მოწინააღმდეგეები ასევე იბრძვიან წარმატების მისაღწევად, ჩვენ ჯგუფში, აქედან გამომდინარე საჭიროა ბალანსის დაცვა. თუმცა როდესაც ლუკ შოუზე მესაუბრებით თქვენ აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით, რადგანაც შოუმ თავისი შანსი ვარჯიშებზე დაიმსახურა, ადრე თუ გვიან ის ამ შანსს მიიღებს. გუნდის განაცხადში ის ნამდვილად იქნება, თუმცა არ შემიძლია იმის თქმა, იქნება თუ არა შოუ ძირითად შემადგენლობაში, ან სათადარიგო ფეხბურთელად გამოყენებული.

ძნალია თუ არა ამ თამაშზე ბოლომდე კონცენტრირება მაშინ როდესაც იცით რომ წინ დერბი გელოდებათ?

კონცენტრირება მარტივია. ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ და არა მომავალ თამაშებზე.

ხართ თუ არა კმაყოფილი ლინდელოფის თამაშით?

მისი თამაში დამოკიდებულია გუნდზე, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს ის ასევე კარგად თამაშობს, ხოლო როცა გუნდი ცუდად გამოიყურება ეს მასზეც აისახება. ამიტომ მისი შეცდომები ვთვლი, რომ გუნდის თამაშის ბრალია."- განაცხადა დასასრულს განსაკუთრებულმა




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
5 დეკემბერი 2017 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
მატიჩის ტრავმა მანერვიულებს ყველაზე მეტად, მაგრად მუშაობს მოედანზე და იმედია სიტისთან იქნება.

დღეს პირველ ტაიმშივე უნდა მიგუდონ ცსკა, ჰანდიკაპს ველოდები
0
№2
ავტორი: PaLoMo
5 დეკემბერი 2017 20:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ceeska arisbiseti gundi romelsac oldtrafordze meore gindit unda ugebde.matichs rc sheexeba inda daasveneos.derbshi haericit dagvchirdeba mags kargi tamashi.lindelofi nel-nela umatebs da es maxarebs.lukakus davasvenebdo me poradad da ibras davayenebdi .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: gache1991
5 დეკემბერი 2017 20:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Romero. Lindelofi smolingi tuanzebe blindi darmiani pogba erera lingardi Mata reshfordi ese daayenebs ese mgonia.ibra dexea lukaku matichi valensia iangi marsiali daisveneben ese mgonia.tuanzebe Minda daayenos patarebidan yvelaze metad mevaseba dzaan Kai bichia.
0
№4
ავტორი: PaLoMo
5 დეკემბერი 2017 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: gache1991
Romero. Lindelofi smolingi tuanzebe blindi darmiani pogba erera lingardi Mata reshfordi ese daayenebs ese mgonia.ibra dexea lukaku matichi valensia iangi marsiali daisveneben ese mgonia.tuanzebe Minda daayenos patarebidan yvelaze metad mevaseba dzaan Kai bichia.

mshevenieri iqneba tu mase izavs da mactominai mid a kide zamenaze sheagdos
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2017 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Iqneba cvlilebebii da Sainteresoa iqneba tuara shou dges
0
№6
ავტორი: PaLoMo
5 დეკემბერი 2017 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: ikeoni
Iqneba cvlilebebii da Sainteresoa iqneba tuara shou dges
davijero ase ushansod gaushveben?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Manuille
5 დეკემბერი 2017 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მატიჩიც თუ ვერ Iტამაშებს და ვერც პოგბა სიტისთან რაგვეშველება ელემენტალურად კაციარაა რო დადგეს ერერასთან ყველას ტრამვა აქვს :(
0
№8
ავტორი: Svanchester
5 დეკემბერი 2017 21:30
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
უხვგოლიანი თამაშის იმედი მაქვს, ლუკაკუს ამუშავების დროა.
0
№9
ავტორი: PaLoMo
5 დეკემბერი 2017 21:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
rogorc iqna shows vixilavt.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: kashmara
5 დეკემბერი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
მაკტომენეი დგეს დიდი იმედი მაქ ითამაშებს და გაიტაინს ეტყობა რო სწრაფი და სწორი პასი ისიცის და ჩემი აზრით დიდი ფეხბეუთს ითამაშებს ნუ ინგლისელის დონზე : )) იმედია მოუ დაწყბნბს და მასიამვნებს მეც და აქ ყველა პატივცემულს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top