თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2017, 16:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1378,
კომენტარები: 10
პოგბას დამატებითი სასჯელი ემუქრება
ფრანგის მიმართ შესაძლოა დამატებითი სანქციები განხორციელდეს.
პოგბას დამატებითი სასჯელი ემუქრება
მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ "არსენალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ჰექტორ ბელერინის წინააღმდეგ იუხეშა, რის შემდეგაც მან მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

გარდა იმისა, რომ ფეხბურთელი წითელი ბარათის პირდაპირ მიღების შემთვევაში 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით ჯარიმდება, შესაძლოა პოგბამ დამატებითი სასჯელიც მიიღოს.

საქმე მდგომარეობს შემდეგში, როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა პოგბას, მან ეს უჩვეულოდ აღნიშნა. კერძოდ, მოედნიდან გასვლის დროს აბლოდისმენტები გამოიყენა, გარდა აბლოდისმენტებისა, მას სახეზე სარკასტული სიცილი ემჩნეოდა, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მსაჯის მიმართულებით ჩადენილ ქმედებად მიიჩნია, აქედან გამომდინარე მიიღებს თუ არა დამატებით სასჯელს პოგბა, დამოკიდებულია მატჩის მთავარი არბიტრის ანდრე მარინერის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ასოციაციას უნდა აცნობოს.

თუმცა პოგბას შეუძლია სასჯელის თავიდან არიდება, მას ამის დამტკიცება ადვილად შეუძლია. საჭიროა ახსნა იმისა, რომ აბლოდისმენტები რომელიც პოგბამ მოედნიდან გასვლისას დაუკრა, არა მარინერის მიმართ არამედ გუნდის გულშემატკივრებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო რაც შეეხება სარკასტულ სიცილს, მას შეუძლია თქვას, რომ ეს ასევე განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის ლორენ კოშენლის მიმართ, რომელიც ითხოვდა პოგბასთვის წითელი ბარათის მიცემას.- იუწყება The Telegraph.

ფრანგი ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს დერბის "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ რომელიც პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში გაიმართება.



წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
4 დეკემბერი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
შეილება წითელი ბარათი საჩვენებელი იყო მარა ისეც შეილებოდა ყვითელიც მიიეღო ვერც ვერავინ დაადანაშაულებდა მსაჯს მარა რახან ეგეთი არდამდობი წითელი აჩვენა ეგერც არაფერს არ ამბობს მსაჯის მიდგომაზე მარა უკვე 3 მაჩიანი უქმობა და კიდე რაღაც რაღაცეები სანქციები ტეხავს უბრალოდ და ზედმეტობებია ეგ უკვე
0
№2
ავტორი: stepno
4 დეკემბერი 2017 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარტო ჩვენ თუ დაგვემართება ეგრე რომ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ გვეყოლება:((

მარტო ჩვენ თუ დაგვემართება ეგრე რომ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ გვეყოლება:((
0
№3
ავტორი: Manuille
4 დეკემბერი 2017 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მაინც 24 წლისაააა რა ახალგაზრდაა გუნდის ღალატი გამოუვიდა მნიშვნელოვან დროს
0
№4
ავტორი: Svanchester
4 დეკემბერი 2017 17:50
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
არ გამიკვირდება ტოტალიზატორისთვის რომ ეყუმაროს.. დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი.

იცი რომ შენ გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს შემდეგ ტურში, შესაძლოა ჩემპიონობის ბედიც გადაწყდეს და შენ თავს არ იცავ იმპულსურად მოქმედებ და უაზროდ აგდებინებ მსაჯს თავს, მესმის შენი საჯარიმოს ახლოს რომ გაგეკეთებინა და გუნდი გოლს გადაგერჩინა მაგრამ ეს ქმედება მხოლოდ ერთ რაღაცასთან მიასოცირდება რაც უკვე ზემოთ აღვნიშნე.
0
№5
ავტორი: gache1991
4 დეკემბერი 2017 17:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Gasagdebi iyo aba ra iyo:))imedia agar daumateben uaresebsac aketeben ager gvardiolam lamis deda agina redmonds da ra mere?an mourinio to gaagdes sotontan erti nabijis moedanze shemodgmistvis,sotontan gvardiolas ingliselebma 10iardi dautvales mara aravin arafrit dasaja.ase rom 3tamashi sakmarisia,araushavs mtavaria siti gadavagorot da is ori tamashi pogbas gareshec mosqgebia
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 დეკემბერი 2017 18:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
საწითლე ეგ ნაღდად არ იყო და ამას თავისი საფუძველიც აქვს.პოგბა მართალია თხასავით გაიქცა არაფრის მომცემ სიტუაციაში მაგრამ მოწინააღმდეგე მთელი ფეხით მიწაზე იყო და პოგბა ჰაერში და ძირს დასადგომად ადგილიც არ ქონდა და მიუხედავად ამისა მსუბუქად დახტა რაც შეეძლო აბა ამხელა ყაზილარი რო დახტოდა შიპებით ვერ ადგებოდა ზემოთ ვერანაირად.რაც შეეხება დამატებით სანქციებს ეგ უკვე აშკარად ზედმეტობაა და არ შეიძლება ეგ ფეხბურთი აღარაა.აქვე ისიც გაიხსენონ ლუკაკუზე ჯარიმა ბოლო იმედის ჯარიმა მიტო არ არის რო ძაან ახლო არ იყო კართან?წითელი არ მიეღო ძაან მაგარი იყო მარა რას ვიზამთ
0
№7
ავტორი: ikeoni
4 დეკემბერი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Marinerii da magis dedas ******i mee
0
№8
ავტორი: shotkin
4 დეკემბერი 2017 18:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვერ გაამტყუნებ მსაჯს მარა ეგრევე დავიდ ლუიზის მომენტი გამახსენდა ფელაინის რო ჩაარტყა შარშან გაშლილი ფეხი მუხლში და იმ დებილმა მსაჯმა ყვითელი როანახა))), ეს ისეტი მომენტი იყო რო ვერ გაამტყუნებდი მსაჯს წითლის გამო რაც პოგბამ ქნა, ტუმცა მინახვას ფეხბურთში მსგავსი ეპიზოდები როცა მსაჯს ყვითელიც მიუცია, ვერ გაიგებ ადამიანური მომენტია ალბათ ვინ როგორ აფასებს იმ მომენტში მარა ზოგადა სახიფათო იყო და ალბათ ეკუთვნოდა კიდეც.
0
№9
ავტორი: LASHQARA
4 დეკემბერი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს წითელი იყო, სხვა რაღაა წითელი თუ არა ეს, რათ უნდა ბევრი ლაპარაკი, ყველაფერს კარგად ხედავდა და განზრახ დააბიჯა ფეხი... ლუკაკუს ეპიზოდიც სუფთა წითელი იყო angry am
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2017 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზედმეტი იქნებოდა სასჯელის გაზრდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top