იანგმა დაადასტურა, რომ ახალი კონტრაქტი კლუბთან ჯერ კიდევ არ გაუფორმებია. მიმდინარე კონტრაქტი მას მომავალ ზაფხულში ეწურება, თუმცა ხელშეკრულების თანახმად, დროის ამოწურვის შემდეგ ინგლისელი კლუბში კიდევ 1 წლით დარჩება.
"ახალი კონტრაქტი? სიმართლე, რომ გითხრათ ამ ეტაპზე კონცენტრირებული მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვარ, ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც მე შემიძლია. საჭიროა ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო და კარგად ვითამაშო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში "ბრაიტონის" წინააღმდეგ გატანილი გოლი იანგს არ ჩაეთვალა, თუმცა ამის შემდეგ მან თავის ყოფილ კლუბს "უოტფორდს" დუბლი შეუსრულა და კლუბს დაეხმარა მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში.
ჩემთვის ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებში გავიტანე ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მხრივ ვერ დავიკვეხნიდი და დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა მოწინააღმდეგისთვის გატანილი.
ვიმედოვნებდი, რომ "ბრაიტონის" წინააღმდეგ გატანილ გოლს ჩამითვლიდნენ, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ააქვს."- ციტირებს Manchester Evening News ეშლის სიტყვებს.
წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.