თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2017, 19:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1544,
კომენტარები: 9
The Times: "ბლინდი შიშობს რომ გაიყიდება"
ბლინდის აზრით "იუნაიტედი" მას მალე გაყიდის.
The Times:
არ წყდება ჭორები "იუნაიტედის" ჰოლანდიელი მარცხენა მცველის დეილი ბლინდის მისამართით. ცნობილი გამოცემა The Times იწერება, რომ თავად ფეხბურთელის აზრით "იუნაიტედმა" მასთან დაკავშირებული გეგმები ამოწურა და მას მალევე გაყიდიან.

კლუბმა 27- წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა და სურს, რომ ძველ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გააქტიუროს, რომელიც ფეხბურთელს 2019- წლამდე კლუბში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბლინდს თავისუფალი აგენტის სტატუსი არ მიენიჭოს და კლუბმა მისი გაშვებით ფინანსური სარგებელი ნახოს.

წითლების მარცხენა მცველი, უკვე 11 მატჩია კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მეტიც ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელის" წინააღმდეგ წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ის "ბრაიტონის" და "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ბლინდის ადგილზე მარცხენა მცველის პოზიციაზე ეშლი იანგი გვევლინება, რომელიც სათამაშო პოზიციით სინამდვილეში არ არის ნომინალური მარცხენა მცველი.

წყარო ასევე იუწყება, რომ ჰოლანდიელით დაინტერესებულია მილანის "ინტერი", რომელიც ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ გასულ სეზონშიც გამოხატავდა.


წყარო: manutd.ru
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2017 20:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბლინდის მანჩესტერული კარიერა საყრდენის პოზიციაზე უნდა დაწყებულიყო და გაგრძელებულიყო, ვერ დავდებ თავს რო იდეალურად ითამაშებდა მარა არანაირად არაა ეს ფეხბურთელი მცველი.
0
№2
ავტორი: kobinio
1 დეკემბერი 2017 20:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: SANDROGRIGA
ბლინდის მანჩესტერული კარიერა საყრდენის პოზიციაზე უნდა დაწყებულიყო და გაგრძელებულიყო, ვერ დავდებ თავს რო იდეალურად ითამაშებდა მარა არანაირად არაა ეს ფეხბურთელი მცველი.
მეც მაგ აზრზე ვარ
0
№3
ავტორი: ikeoni
1 დეკემბერი 2017 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad ar minda Ro wavides:((
0
№4
ავტორი: Svanchester
1 დეკემბერი 2017 20:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ბლინდი იუნაიტედის დონე ნაღდად არ არის. მაგას ევრა მირჩევნია
0
№5
ავტორი: PaLoMo
1 დეკემბერი 2017 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svanski
ბლინდი იუნაიტედის დონე ნაღდად არ არის. მაგას ევრა მირჩევნია

100evra axlac ajobebs amgens
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: shotkin
1 დეკემბერი 2017 23:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს არცერთპიზიციაზე არარის ამ გუნდისთვის შესაფერისი , თუნდაც საყრდენზე როამბობთ ,შევე...ი იმგუნდს ბლინდი რო საყრდენია, ნორმალური საყრდენის ყიდვა ჯობია ბარემ.
0
№7
ავტორი: Svanchester
1 დეკემბერი 2017 23:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: O Neil
ციტატა: Svanski
ბლინდი იუნაიტედის დონე ნაღდად არ არის. მაგას ევრა მირჩევნია

100evra axlac ajobebs amgens

თავისუფალი აგენტის სტატუსითაა ევრა და მოსაყვანია
0
№8
ავტორი: PaLoMo
2 დეკემბერი 2017 03:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svanski
ციტატა: O Neil
ციტატა: Svanski
ბლინდი იუნაიტედის დონე ნაღდად არ არის. მაგას ევრა მირჩევნია

100evra axlac ajobebs amgens

თავისუფალი აგენტის სტატუსითაა ევრა და მოსაყვანია

getanxmebi am blinds darmians da shows 3 aiobebs.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Manstark_United
2 დეკემბერი 2017 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
როცა ფეხბურთელის გაშვებაზე მიდგება საქმე,უნდა გაითვალისწინო ის,რომ მისი შემცვლელიც მოსაყვანია.ბლინდი,რომ ბლინდია იმასაც სჭირდება შემცვლელი. გუნდის ძირითადი ფეხბურთელები: მარსიალი,რაშფორდი,ლუკაკუ,ზლატანი,პოგბა,მატიჩი,იანგი,ვალენსია,ბაილი,დე ხეა... ესენი კარგია,მაგრამ რომელიმეს ტრამვის ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში გვჭირდება მათი შემცვლელები. საბედნიეროდ რომერო გვყავს მეორე მეკარედ,აი დაცვაში ზამენა კი არა ძირითადი არ გვივარგა ნორმალურად და ბლინდი ის ფეხბურთელია,რომელსაც დაბალი კლასისას მე ვერ ვუწოდებ. საშუალო კლასის ფეხბურთელია,რომელსაც შეუძლია ცენტრალურ მცველად და მარცხენა მცველად თამაში.ამიტომ ზამენისთვის იდეალური ვარიანტია.
თუმცა არიან ფეხბურთელებიც,რომლებიც ზამენისთვისაც არ ვარგიან: ლინგარდი(რაშფორდს და მარსიალს ართმევს დროს),ფელაინი და დარმიანი მაგალითად... fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top