თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2017, 19:05
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1340,
კომენტარები: 6
მატიჩი გუნდთან ერთად ლონდონში გაემგზავრება
შესაძლოა, სერბმა "არსენალის" წინააღმდეგ ითამაშოს.
მატიჩი გუნდთან ერთად ლონდონში გაემგზავრება
მოგეხსენებათ ხვალ პრემიერ ლიგის მე-15 ტური აიღებს სტარტს. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში "არსენალსა" და "იუნაიტედს" შორის გაიმართება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

გასული ტურის შეხვედრაში "იუნაიტედს" სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი გამოაკლდა, რომელმაც "უოტფორდის" წინააღმდეგ შეხვედრის სრულად ჩატარება ვერ მოახერხა. ფეხბურთელმა ტრავმა მატჩის მეორე ნახევარში მიიღო, რის შემდეგაც 54 წუთზე, მოურინიომ ის ერერას მეშვეობით ჩაანაცვლა.

წითლების პორტუგალიელი დამრიგებლის თქმით, ეჭვქვეშაა ნემანიას თამაში მეთოფეების წინაღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ მატიჩი ლონდონში გუნდთან ერთად გაემგზავრება.

"ჩემთვის უცნობია შეძლებს თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში თამაშს. თუმცა გეტყვით, რომ მატიჩი გუნდთან ერთად გაემგზავრება "ემირეიტსზე", ის მაქსიმალურად შეეცდება გუნდს აღნიშნულ შეხვედრაში დაეხმაროს, იმედია ამას წარმატებით შეძლებს. მე დარწმუნებით არაფრის თქმა არ შემიძლია.

მოურინიომ ასევე განაცხადა, რომ "მეთოფეების" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის გამოჯანრთელება ვერ მოასწრო გუნდის ორმა ტრავმირებულმა მცველმა ფილ ჯონსმა და ერიკ ბაიიმ, რომლებიც კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებენ.

ჯონსი? ის ვერ შეძლებს თამაშს, ანალოგიურს გეტყვით ერიკ ბაიიზეც, ისინი ხვალ არ იქნებიან."- განაცხადა MUTV- სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზემ.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
1 დეკემბერი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
imedia shedzlebs taamashs da dagvexmareba.gamochnda amsezonshi ro matichi didi dzalaaa da kargi shenadzeni.
0
№2
ავტორი: ikeoni
1 დეკემბერი 2017 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
აუ მაგარი სიახლეა იმედია ითამაშებს რაა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 დეკემბერი 2017 20:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია იქნება მატიჩი, ჯონსი და ბაიი უკვე დიდი ხანია ტრამვიანობენ და ეგ არაა კაი ამბავი
0
№4
ავტორი: LASHQARA
1 დეკემბერი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამის თამაშის შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება რომ ცენტრს მოვიგებთ, აი ცენტრი თუ დავკარგეთ მაშინ ქულებსაც დავკარგავთ winked
0
№5
ავტორი: Svanchester
1 დეკემბერი 2017 20:35
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
შეიძლება ძირითადიდან დააწყებინოს და შეცვალოს მერე ან პირიქით გააკეთოს მოუმ ფელაინი გაუშვას მინდორზე და მატიჩით ჩაანაცვლოს თამაშის მიმდინარეობისას
0
№6
ავტორი: Manstark_United
2 დეკემბერი 2017 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მატიჩზე ერთადერთი ის მინდა ვთქვა,რომ როცა ბურთი მატიჩს უჭირავს ვმშვიდდები,ვიცი რომ გააზრებულად და ზუსტად იმოქმედებს. ეგ და პოგბა მართლაც რომ იდეალური ცენტრი გვყავს ერთად love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top