თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2017, 19:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1988,
კომენტარები: 8
მოურინიო: "ლუკაკუ ბუცების გამო ვერ იტანს"
პორტუგალიელმა რომელუს შესახებ სახალისო კომენტარი გააკეთა.
მოურინიო:
დასრულდა პრემიერ ლიგის მე-14 ტური. "იუნაიტედმა" სტუმრად "უოტფორდი" დამაჯერებელი ანგარიშით 2:4 დაამარცხა, თუმცა ლიდერ "სიტისთან" ქულთა სხვაობა მაინც ვერ შეამცირა.

მიუხედავად უხვგოლიანობისა, ეს შეხვედრა არ შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად ჩაიარა წითლების ბელგიელი თავდამსხმელისთვის რომელუ ლუკაკუსთვის, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაშიც ვერ შეძლო გოლის გატანა წინა ტურის მსგავსად.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტირებისას, ჟოზე მოურინიომ ბელგიელი დაიცვა და მეტად სახალისო კომენტარიც გააკეთა. ჟოზეს თქმით, რომელუს გოლის გასატანად ახალი ბუცები ესაჭიროება.

"თითქოს მეჩვენება, რომ მას ფეხსაცმლის მომწოდებელ ფირმასთან სერიოზული კონტრაქტი აკლია, რაც მის დაბალ შედეგიანობაზე აისახება. ასეთი კონტრაქტის არ ქონის გამო, ბელგიელი მოედანზე შავი ძცველმოდური ბუცებით დარბის, რაც უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ მას გოლები ვერ გააქვს.

ვფიქრობ, რომ მას კარგი ბრენდი ჭირდება, რომელიც ხარისხიან საქონელს შესთავაზებს, რის შემდეგაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხრიანი შეძლებს გოლების გატანას.

ძველი ხელშეკრულება რომელუს ფეხსაცმლის მიმწოდებელ ფირმებთან უკვე ამოეწურა. ის ამჟამად ახალ წინადადებებს ელოდება. მინდა ისინი დავაჩქარო და ვუთხრა, რომ ეს მალე გააკეთონ რადგან მისი გოლები ჩვენთვის არასაკმარისია.

ხუმრობის გარეშე გეტყვით, რომ მე კვლავ აღფრთოვნებული ვარ მისი თამაშით, ის წარმატების მიღწევაში ძალიან გვეხმარება. ლუკაკუმ იცის თუ როგორ ვაფასებ მის თამაშს, აქედან გამომდინარე არ შემიძლია "უოტფორდთან" გამოუყენებელი მომენტების გამო გავუბრაზდე".
- ციტირებს Sky Sports განსაკუთრებულის სიტყვებს.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ნოემბერი 2017 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Au Ra kaciaa:)))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 ნოემბერი 2017 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იქ როგორ ვერ გაიტანა ახლაც მიკვირს
0
№3
ავტორი: Manuille
30 ნოემბერი 2017 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ეტყობა როიტანდა მაშინ მეზობლის ნათხოვარები ეცვა :D :D
1
№4
ავტორი: shotkin
30 ნოემბერი 2017 22:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: SANDROGRIGA
იქ როგორ ვერ გაიტანა ახლაც მიკვირს

მარჯვენა ფეხის გამოყენება ძაან ეუხერხულება)) მართლა დამბლა ჭირს მაგ ფეხზე და იმედია მანჩესტერში მაინც ავარჯიშებენ რაღაც დოზით.
0
№5
ავტორი: Svanchester
30 ნოემბერი 2017 22:48
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სიტისთან გადუბლოს და თუ უნდა არსენალთან მე ვათხოვებ ბუცებს.
0
№6
ავტორი: Phil Jones
1 დეკემბერი 2017 02:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
საააღოოოოოლ ჟოზეე ))) თან იღადავა თან ლუკაკუს სერიოზული რამოდენიმე მილიონიანი საქმე გაუკეთა )))))
1
№7
ავტორი: JuanMata
1 დეკემბერი 2017 11:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: shotkin
ციტატა: SANDROGRIGA
იქ როგორ ვერ გაიტანა ახლაც მიკვირს

მარჯვენა ფეხის გამოყენება ძაან ეუხერხულება)) მართლა დამბლა ჭირს მაგ ფეხზე და იმედია მანჩესტერში მაინც ავარჯიშებენ რაღაც დოზით.


ეშინია მარჯვენა ფეხის გამოყენების და საერთოდაც დარტყმის ტექნიკაზე უნდა იმუშავოს, სულ ერთნაირად ურტყამს და ძირითადად მაღალ ბურთებს, თან უფრო ცენტრისკენ, ვიდრე კუთხეში, მეკარისთვის ეგეთი ბურთი ადვილი ასაღებია.
ხანდახან მგონია რომ ეს დიდი წონა უფრო ხშირად უშლის ხელს ვიდრე ეხმარება, რაღაც მთლად კარგად ვერ ფლობს ტანს. გადაგდებულ ბურთებზე, თუ პირდაპირ დაასვეს პასი, უჭირს იმის მიღება და შენარჩუნება, ურჩევნია ცარიელ ადგილას ჩაუგდო, ჰოდა რომ დაიკლოს წონაში და სისწრაფეზე გააკეთოს აქცენტი, შეიძლება უკეთესიც იყოს.
0
№8
ავტორი: Manstark_United
2 დეკემბერი 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: JuanMata
ციტატა: shotkin
ციტატა: SANDROGRIGA
იქ როგორ ვერ გაიტანა ახლაც მიკვირს

მარჯვენა ფეხის გამოყენება ძაან ეუხერხულება)) მართლა დამბლა ჭირს მაგ ფეხზე და იმედია მანჩესტერში მაინც ავარჯიშებენ რაღაც დოზით.


ეშინია მარჯვენა ფეხის გამოყენების და საერთოდაც დარტყმის ტექნიკაზე უნდა იმუშავოს, სულ ერთნაირად ურტყამს და ძირითადად მაღალ ბურთებს, თან უფრო ცენტრისკენ, ვიდრე კუთხეში, მეკარისთვის ეგეთი ბურთი ადვილი ასაღებია.
ხანდახან მგონია რომ ეს დიდი წონა უფრო ხშირად უშლის ხელს ვიდრე ეხმარება, რაღაც მთლად კარგად ვერ ფლობს ტანს. გადაგდებულ ბურთებზე, თუ პირდაპირ დაასვეს პასი, უჭირს იმის მიღება და შენარჩუნება, ურჩევნია ცარიელ ადგილას ჩაუგდო, ჰოდა რომ დაიკლოს წონაში და სისწრაფეზე გააკეთოს აქცენტი, შეიძლება უკეთესიც იყოს.

100%
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top