მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა თავის კლუბს ურჩია, ნებისმიერ ფასად შეიძინონ "მანჩესტერ იუნაიდიდან" დავიდ დე ხეა.
"რეალი" ჯერ კიდევ არ არის სრულიად კმაყოფილი გუნდის პირველი მეკარით, კეილორ ნავასით და დე ხეას შეძენას უკვე ორი წელია ცდილობს.
თუმცა, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მტკიცებით, მათი არჩევანი შეიცვალა და დე ხეას ნაცვლად ახლა ბილბაოს "ატლეტიკიდან" კეპა არისაბალაგას შეძენას ეცდებიან. ახალგაზრდა ესპანელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისით "არსენალი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.
ამ პოზიციას კი არ იზიარებს 31 წლის რამოსი, რომელიც მე-12 წელს ატარებს მადრიდულ გრანდში და კლუბის ბოსებს თავის მოსაზრებას უმხელს. მისი რწმენით, ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელი დე ხეა იდეალური კანდიდატია "რეალის" კარის ხანგრძლივი დარაჯის პოსტზე.
მაგრამ არც მიმდინარე წელს იქნება დავიდის შეძენა იოლი. "იუნაიტედი" არც ამჟამად აპირებს თავისი გუნდის გამორჩეულ ფიგურასთან განშორებას.