თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2017, 19:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 9
ფელაინის მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
მარუან ფელაინის ტრანსფერში მოულოდნელი სახელი ფიგურირებს.
ფელაინის მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
"პარი სენ-ჟერმენი" მოულოდნელად გამოჩენილი და ამავდროულად დაწინაურებული გუნდია მარუან ფელაინის მსურველთა სიაში, თუმცა ჯერ საკითხავია, მოისურვებს თუ არა ბელგიელი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას.

ბრიტანული და სხვა ქვეყნის მედია აქტიურად წერს, რომ ფელაინიმ, შესაძლოა, დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლისგან შეთავაზებული ახალი კონტრაქტი არ მიიღო.

ბელგიელის მოქმედი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მის ჯიბეს ყოველკვირეულად 120 ათასი ფუნტი ემატება, მომდევნო ზაფხულს იწურება და მარუანის შეძენით ან უფასოდ გადაბირებით უნაი ემერია დაინტერესებული, რომელსაც დაცვითი აზროვნების ნახევარმცველი სჭირდება.

Le10Sport, ფრანგული გაზეთი აცხადებს, რომ პსჟ 30 წლის ფეხბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, რაც "იუნაიტედმა" ვერც გასულ და ვერც მიმდინარე წელს მოახერხა და საბოლოოდ მხოლოდ იმას დასჯერდა, რომ გასულ ზაფხულს ფელაინის შენარჩუნება კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებითა და შეთანხმების ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივებით შეძლო.

ამ ხნის განმავლობაში კი ფელაინი მოურინიოს გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და პოლ პოგბას არყოფნის პერიოდში სწორედ ის იკავებდა გუნდის ნახევარდაცვაში ადგილს.

მაგრამ ასეთი მდგომარეობისა და მოურინიოს დიდი სურვილისა, მოლაპარაკებები მაინც ჩიხში შედის და სულ უფრო და უფრო საგულისხმო ხდება, რომ მარუანი გუნდს დატოვებს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 ნოემბერი 2017 19:33
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ისევ გავმეორდები და ვიტყვი რომ ამის წასვლა არ მეწყინება
1
№2
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2017 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Didi albatobit wava:(((
0
№3
ავტორი: JuanMata
29 ნოემბერი 2017 21:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან მეეჭვება პსჟ-ს თამაშს მოერგოს ფელაინი.
მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ ნახევარდაცვაში?
ფელაინი - ტრავმა, მატიჩი - ტრავმა, კერიკი - გაუგებარია.
პოგბა - ერერას წყვილი ცენტრში ძაან სუსტად გამოიყურებოდა უოტფორდთან და საერთოდ ერერა უკან-უკან წავიდა. (ამერიკის ტურნეზეც ეტყობოდა, რომ არეული იყო).

იმედია კერიკი ჯანმრთელადაა და შეძლებს თამაშს. ამ ზამთარს აუცილებლად უნდა დავიმატოთ ცენტრში ვინმე. მითუმეტეს ფელაინი თუ წავიდა.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2017 21:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პსჟ არა მარა ბეშიქთაში და ფენერბაჰჩე შეიძლება
0
№5
ავტორი: PaLoMo
29 ნოემბერი 2017 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
kaneshna wava aba rasnizavs

ციტატა: JuanMata
ძაან მეეჭვება პსჟ-ს თამაშს მოერგოს ფელაინი.
მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ ნახევარდაცვაში?
ფელაინი - ტრავმა, მატიჩი - ტრავმა, კერიკი - გაუგებარია.
პოგბა - ერერას წყვილი ცენტრში ძაან სუსტად გამოიყურებოდა უოტფორდთან და საერთოდ ერერა უკან-უკან წავიდა. (ამერიკის ტურნეზეც ეტყობოდა, რომ არეული იყო).

იმედია კერიკი ჯანმრთელადაა და შეძლებს თამაშს. ამ ზამთარს აუცილებლად უნდა დავიმატოთ ცენტრში ვინმე. მითუმეტეს ფელაინი თუ წავიდა.

me goretcka minda magrad kai naxevarmcvelia da shetevashic sheudzlia tamashi tu shemtevi maxevarmcvelia araa eg zustad arvici.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: dzia_David
29 ნოემბერი 2017 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ბიძინამ დაითრია პსჟს აქციები თუ ამის გადარგვა რათ უდნათ.. რაბიო+ვერატი და დაამატონ კიდე ერთი 15 ლარი ;დდდ :D
0
№7
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
30 ნოემბერი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
ამაზე ნათქვამი ავადმყოფი აკვანშივე უნდა ცენზურაოოოოო :D
0
№8
ავტორი: GGMU69
30 ნოემბერი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
ხო და წავიდეს რა ტვინი გაბურღა ამანაც wink
0
№9
ავტორი: LASHQARA
30 ნოემბერი 2017 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ჯერ სად უნდა წავიდეს, რა ხდება ცენტრში ვერ ხედავთ, ვინმე იყიდოს ჟოზემ ამაზე უკეთესი და მერე სადაც გინდა იქ წავიდეს, ეხლა ამის წასვლა მაგრად არ აწყობს გუნდს ტრამვას მიიღებს მატიჩი ან პოგბა და მორჩა ცენტრი winked am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top