თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2017, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 7
მოურინიოსგან დაწუნებულ შოუს "თაინსაიდზე" იწვევენ
ლუკ შოუს "ოლდ ტრაფორდის" დატოვების საშუალება აქვს.
მოურინიოსგან დაწუნებულ შოუს
"ნიუკასლის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაწუნებული ლუკ შოუს იჯარის წესით გადაბირებას ეცდება.

ესპანელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ "საუთჰემპტონიდან" 30 მილიონ ფუნტად შეძენილ ფეხბურთელს რეგულარული თამაშის შემთხვევაში ფორმაში შესვლა შეუძლია.

ინგლისის ნაკრების მაისურით შვიდ მატჩში მოასპარეზე შოუ "ოლდ ტრაფორდის" ბოს ჟოზე მოურინიოს გეგმებში ვერაფრით ხვდება.

პორტუგალიელმა არაერთხელ გააკრიტიკა მისი მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობები და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში შოუ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში იჯარის წესით გაუშვას.

ბენიტესმა იცის, რომ მისი შეზღუდული სატრანსფერო ბიუჯეტი შოუს შეძენის საშუალებას არ მისცემს, ამიტომ 22 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით გადაბირებასაც დასჯერდება.

"ნიუკასლის" მწვრთნელი აქტიურად ცდილობს გუნდში კარგი მარცხენა მცველის გადაყვანას, ხოლო ლუკი პრემიერ ლიგაში რეგულარულად ასპარეზობის იმედს არ კარგავს.

თუმცა, "ნიუკასლი" არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ინგლისელის სამსახურით არის დაინტერესებული. შოუს დაბრუნების იმედი აქვს "საუთჰემპტონსაც" და მის ყოფილ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსაც, რომლის გუნდიც შესაძლოა დენი როუზმა დატოვოს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 ნოემბერი 2017 19:31
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
დროს კარგავს შოუ ჩვენთან ჯობია გადავიდეს იჯარით და მიიღოს სათამაშო დრო
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2017 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Ar awyenda arenda amas piriqit iqneb akrifos isev is forma
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იჯარით გაუშვან იქნებ ათამაშდეს
0
№4
ავტორი: PaLoMo
29 ნოემბერი 2017 21:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
me zafxulshive midoda amos ijara mara ar damijera jozem:Dddddddd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: dzia_David
29 ნოემბერი 2017 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
იქნება კაი კუში ამოაგდოს და ჩადგეს ფორმაში დრო უნდა რაა და არ იქნება ამის იჯარით გაშვება ცუდი თანე ეხლა ბენიტესიც ძაან დოდოლა მწვრთნელიც ფეხბურთელი რეგრესისკენ რო გააქანოს.
0
№6
ავტორი: gaga1987
30 ნოემბერი 2017 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ცუდია რო ტრამვის მერე ძალები ვერმოიკრიბა და ვერჩადგა სასურველ ფორმაში.ამას დრო ჭირდება ცოტა დაბალ გუნდში რო ისევ ათამაშდეს.
0
№7
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
30 ნოემბერი 2017 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
იჯარით გაშვება საუკეთესო ვარიანტი იქნება იქნებ რამე გამოვიდესს :)

იჯარით გაშვება საუკეთესო ვარიანტი იქნება იქნებ რამე გამოვიდესს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top